fbpx

Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილში ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი კვლავ ითამაშებენ


გააზიარე სტატია

 

რამდენიმეწლიანი ჭორები საბოლოოდ დადასტურდა და იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ ოსკარის ნომინანტი ფილმის Call Me by Your Name მრავალმილიონიან ფანებს სასიხარულო ამბავი ამცნო — ფილმი მეორე ნაწილით დაბრუნდება და მეტიც, მასში კვლავ ვიხილავთ ელიოსა და ოლივერის როლის შემსრულებლებს, ტიმოთი შალამეს და არმი ჰამერს. 

“ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის დიდი სიამოვნება იყო ასეთ მსახიობებთან თანამშრომლობა. არმისა და ტიმოთეს გარდა ფილმში თითქმის ყველა სხვა მსახიობიც დაბრუნდება”, – ამბობს რეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებების დაწყებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და სიუჟეტის შესახებ არაფერია ცნობილი, წინასწარი ცნობებით კინოსურათის მეორე ნაწილში მოვლენები CMBYN-ში განვითარებული მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ განვითარდება. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ფილმში მსახიობმა დაკოტა ჯონსონმაც მიიღოს მონაწილეობა. 

შეგახსენებთ, რომ Call Me by Your Name ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა და ოსკარის 4 ნომინაცია მიიღო. აქედან ერთში, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა კიდეც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.