fbpx

28 წლის თურქი მომღერალი ჰელინ ბოლეკი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

2019 წლის მაისში თურქეთში ჯგუფ Yorum-ის წევრებმა ჰელინ ბოლეკმა და იბრაჰიმ გოქჩეკმა შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი იმ რეპრესიას გმობდნენ, რისი მსხვერპლიც მათი ჯგუფი გახდა. 

თებერვალში ბასისტი იბრაჰიმ გოქჩეკი ჯანმრთელობის გაურესების გამო ციხიდან დაცულ რეზიდენციაში, მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. თებერვალში Politis-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: “ჩვენი ყოფიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო რთული. ისინი ჩვენს შემოქმედებას და მუსიკალურ ინსტრუმენტებს სისტემატურად ანადგურებენ, კრძალავენ ჩვენს კონცერტებს და ჩვენი სახელები ტერორისტების სიაში წერია, ჩვენ კი ციხეში ვართ”.

მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა სოციალურ ქსელებში პარასკევს გაავრცელა.

ჯგუფი ცნობილია თავიანთი რევოლუციური სიმღერებით, მათი შემოქმედება  ფოლკლორისა და მეამბოხე სიმღერების ნაზავია. ჯგუფის წევრებს სისტემატიურად აპატიმრებს პოლიცია და მათ კონცერტებს აუქმებენ. 

1980 წლის  სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ჯგუფი 1985 წელს ოთხმა  სტუდენტმა დაარსა. მათი მიზანი იყო შევიწროვებული ხალხისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ახალმა სახელმწიფომ თურქი მემარცხენეები არ დაინდო.

ჯგუფის შექმნის დღიდან მათ 23 ალბომი ჩაწერეს და 70-მდე სხვადასხვა მუსიკოსის მონაწილეობით დაუკრეს. თურქეთის ხელისუფლება მათ რადიკალურ მარქსიზმ ლენინიზმში და ტერაქტებში ადანაშაულებს.

ჰელინ ბოლეკმა “შიმშილობა სიკვდილამდე” გამოაცხადა სისტემის წინააღმდეგ და მისი ჯგუფის შვიდი დატყვევებული მონაწილის გასათავისუფლებლად. იგი თავადაც იყო დაპატიმრებული 2016 დან 2018 წლამდე.

4 აპრილს, მისი ცხედარი დასატირებლად გადაქონდათ “ცევიმში”, კულტურის ცენტრში, სადაც ჯგუფი მოღვაწეობდა. გზაში კორტეჟი პოლიციამ შეაჩერა მოთხოვნით, რომ ცხედარი პირდაპირ სასაფლაოზე წაეღოთ. 

ჰელიმის ოჯახის წევრები, მეგობრები, ადვოკატი და კორტეჟის მძღოლებიც კი დააპატიმრეს. ცევიმში მისასვლელი გზა პოლიციას დილიდან ჩაკეტილი ქონია, მაგრამ ასობით ადამიანმა მაინც შეძლო ადგილზე მისვლა, სადაც მათ ჯგუფის სიმღერები იმღერეს. ეს დაჯგუფება პოლიციამ ხელკეტებით და ცრემლსადენი აირით დაარბია, ხოლო დამსწრეთა უმეტესობა საპატიმროში გადაიყვანეს.

წყარო:

მოამზადა თათა ჩხეიძემ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.