fbpx

როგორ ვივარჯიშოთ სახლში – იოგას, პილატესის, ფიტნესის ვიდეოგაკვეთილები


გააზიარე სტატია

არავინ იცის სახლში ყოფნა რამდენ ხანს მოგვიწევს. ადვილი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ეს დრო ისეთი რამეებისთვის გამოვიყენოთ, რისთვისაც აქამდე ვერ ვიცლიდით  და დავაწყოთ გეგმები, რომლებსაც კარანტინის რეჟიმის დასრულების შემდეგ მივყვებით. 

იზოლაციაში ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა განსაკუთრებით რთულია – ამიტომაც, თუ აქამდეც ვარჯიშობდით, სჯობს გააგრძელოთ, თუ სულ გეზარებოდათ, დღეიდანვე დაიწყეთ. 

ჩვენ დაგეხმარებით და გირჩევთ რამდენიმე ონლაინ პლატფორმას, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ და თქვენი გზამკვლევი იქნება:

 

სტუდიო 7

სტუდიო 7  გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელიც ონლაინ გაკვეთილებს და ვარჯიშებს გთავაზობთ. თუკი დარბაზში სიარული გენატრებათ ან პილატესის, ტაე-ბოს, ეს-ელ-ტის ან ბოდი სლიმის პროგრამა გინდათ სცადოთ, შეგიძლიათ შესაბამის პროგრამაზე დარეგისტრირდეთ და სახლიდან ივარჯიშოთ. იმ შემთხვევაში, თუ სტუდიის აბონემენტი უკვე გქონდათ, ამ აბონემენტით გააგრძელებთ ვარჯიშს, თუ არ გქონიათ, შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

Salomyoga 

 სალომე ხელაშვილის იუთუბ არხზე შეგიძლიათ ადვილად გაერკვეთ იოგას პრინციპებში, მის  ბლოგზე კი უფრო მეტი გაიგოთ მედიტაციის ხელოვნებაზე. როგორც სალომე წერს ბლოგზე, იოგათი წლების წინ დაინტერესდა, როცა მშობიარობის შემდეგ მომატებული წონის დაკლება სურდა, თუმცა ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მიხვდა, რომ იოგა არა მხოლოდ წონაში კლებაში, არამედ ახალი სამყაროს აღმოჩენაში და ამ სამყაროს უსაზღვროებაში დარწმუნებაში დაეხმარა და მას შემდეგ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. იუთუბზე განთავსებული ვიდეოების მიხედვით ვარჯიში ყველას შეგიძლიათ და უფასოა; იოგას სავარჯიშოდ სპეციალური ტანსაცმლის შეძენა ან ონლაინ პერსონალური გაკვეთილი თუ დაგჭირდებათ, ამისთვის შესაბამისი თანხა გექნებათ გადასახდელი. იოგასთვის მოხერხებული და ლამაზი ტანსაცმლის ყიდვა სალომეს ბლოგიდანაა შესაძლებელი. 

 

ლუმოსი

იოგას და მედიტაციის გაკვეთილები რაჭის სოფელ ველევიდან და საკუთარი ოთახებიდან ნამდვილად დაგეხმარებათ განტვირთვასა და სხეულის გავარჯიშებაში. ლუმოსში “იოგაზე სიარული” ადვილია, წინასწარ დაანონსებულ ფეისბუქლაივებს უნდა დაელოდოთ ან უკვე ჩატარებულ გაკვეთილებს უყუროთ. უკვე ჩაწერილი ვიდეოების მიხედვით ვარჯიში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, კონკრეტულ ტრენერთან ონლაინ ვარჯიშისთვის ლუმოსს უნდა დაუკავშირდეთ.

 

პილატესი ანკასგან

არის გზა სერტიფიცირებულ ტრენერთან და ივარჯიშოთ ონლაინ ან მის მიერ მომზადებული ვიდეოების საშუალებით გაერკვეთ პილატესის პრინციპებში. ანკა ტრენერის გარდა დეტოქს ქოუჩიც არის და შეგიძლიათ სახლში ყოფნის დღეები მისი დახმარებით სხეულის გასაწმენდადაც გამოიყენოთ. თუ უფასოდ ვარჯიში გსურთ, შეგიძლიათ უკვე ჩაწერილი ვიდეოებით იხელმძღვანელოთ, თუკი თქვენზე ორიენტირებული პროგრამა გსურთ, უშუალოდ ანკას უნდა დაუკავშირდეთ და ლაივ რეჟიმში დაგეხმარებათ;

 

ზუმბას ონლაინ გაკვეთილები

ქეთი ზაზანაშვილთან ერთად შეგიძლიათ გაიაროთ ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ქეთი ზუმბას ვარჯიშის პროგრამას ონლაინ სთავაზობს შშმ პირებსაც. ეს, პრინციპში, ერთადერთი ინკლუზიური ონლაინ ვარჯიშის პლატფორმაა ჩვენს სიაში. თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამისთვის თავად ქეთის უნდა დაუკავშირდეთ და ფასიანი სერვისით ისარგებლოთ, უფასოდ კი ზუმბას ვარჯიშების გაკეთებაში იუთუბზე არსებული მისი ვიდეოები დაგეხმარებათ. 

 

ასპრია

ონლაინ ასპრია

✊ 30 მარტიდან, ყოველ დღე ასპრიის ტრენერები შემოგთავაზებენ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებს.🏋‍♂📲გახდი ონლაინ ასპრიის წევრი.👉 გადადი ბმულზე: bit.ly/AolnVPrt გაიარე ავტორიზაცია და ივარჯიშე ჩვენთან ერთად.#დარჩისახლში#დარჩიტონუსში#ასპრია

Gepostet von Aspria Fitness am Montag, 30. März 2020

 

ასპრია ონლაინ გაკვეთილებს და დაბალკალორიული საკვების რეცეპტებს ერთად გვთავაზობს. სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ ვარჯიშში ტრენერები დაგეხმარებათ, კულინარიული რჩევები კი ფეისბუქის გვერდზე გელოდებათ. ასპრიას ონლაინ ვარჯიშებისთვის საჭიროა უკვე გქონდეთ წევრის აბონემენტი ან ახლა შეიძინოთ, რის შემდეგაც სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე შეგეძლებათ თქვენი პროგრამის გაკეთება.

 

წრე

იოგა

🧘‍♀️თვით-იზოლაციის ერთფეროვნებასთან გასამკლავებლად საუკეთესო საშუალებაა იოგა⭕️ნათია ნათენაძის შემოთავაზებული მსუბუქი ვარჯიშების სერია დაგეხმარება დაიცალო სტრესისგან, აღიდგინო ძალები და დატვირთო სხეული🧘‍♀️Best way to tackle the monotonous days of self-isolation is by doing yoga⭕️Natia’s yoga set will help you to relieve stress, recycle energy and be physically active

Gepostet von წრე • TSRE am Samstag, 4. April 2020

 

სავარჯიშო პროგრამების ვიდეოებს გვთავაზობს წრეც; კარგი ის არის, რომ ეს ვიდეოები, ფეისბუქის გვერდზე ღიად დევს, ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უფსოა. შესაბამისად, ნებისმიერი პროგრამა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დატესტოთ.

 

Ninafit TV  

Ninafit TV  იუთუბის არხია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც იოგას ვარჯიშები, ასევე კარდიო და სხეულის სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები. ეს ვარჯიშებიც, როგორც იუთუბზე განთავსებული ნებისმიერი ვიდეოს მიხედვით ვარჯიში, სრულიად უფასოა.

 

ტატა კარბელაშვილის youtube არხი 

კიდევ ერთი იუთუბერი, რომელიც სახლში ადვილად გასაკეთებელ ვარჯიშებს გირჩევთ. თუ მოინდომებთ, კარანტინის დასრულებისთვის შეგეძლებათ ხელებზე დგომა და “შპაგატში” ჩაჯდომა. ტატას ვარჯიშების მიხედვით ვარჯიშიც, იუთუბის გამოყენებით, ცხადია, უფასოდ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

 

დაბოლოს, რამდენიმე ტრენერი, რომლებსაც შეგიძლიათ ინსტაგრამზე გაჰყვეთ: 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.