fbpx

82 წლის ჯეინ ფონდამ თვითიზოლაციიდან TikTOK-ზე აერობიკის საკულტო გაკვეთილები განაახლა


გააზიარე სტატია

 

ლეგენდარული ჯეინ ფონდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ 82 წლის იუბილე აღნიშნა, ტრადიციულად გვიმტკიცებს, რომ შეუდარებელ ფორმაშია. 

მსახიობი თვითიზოლაციის დროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციაზე, ტიკტოკზე დარეგისტრირდა და მილიონობით ფანთან საურთიერთოდ ამ პლატფორმის ათვისებასაც ცდილობს. 

მეტიც, ოსკარის მფლობელმა მსახიობმა გადაწყვიტა, რომ მისი პირველი ვიდეო აერობიკის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო.

 

@janefondaHello Tik Tok! I’m bringing back the Jane Fonda Workout to fight the climate crisis. Join ##firedrillfriday 4/3 @ 11AMPT ##happyathome ##indoorworkout♬ original sound – janefonda

შეგახსენებთ, რომ 70-80-იან წლებში მსახიობი აერობიკის საკუთარ გაკვეთილებს ატარებდა, რომელიც ტელეეთერითაც გადაიცემოდა. ამ გაკვეთილებით ფონდა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, რადგან კასეტაზე ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები თითქმის 20-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 

1,672 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.