fbpx

როგორი იყო თბილისი რამდენიმე კვირის წინ – ერთი საღამო დედაქალაქში, თებერვალი, 2020


გააზიარე სტატია

მთელი მსოფლიოს მსგავსად ჩვენც უკვე ნელ-ნელა მივეჩვიეთ დაცარიელებულ ქალაქის ქუჩებსა და კომენდანტის საათსაც კი. თუმცა ზუსტად იმ დროს, როცა დღეს პატრული ქუჩებში კომენდანტის საათის შესრულებას აკონტროლებს და გზებზე მხოლოდ სპეცმანქანები მოძრაობენ, სულ ცოტა ხნის წინ საღამოს საცობებში ვიდექით, ტროტუარებზე ერთმანეთს ვეჯახებოდით და გავსებულ ტრანსპორტში ვცდილობდით ასვლას.

დღეს გვინდა დაგანახვოთ როგორი იყო თბილისური საღამო რამდენიმე კვირის წინ.

ეს ფოტოები Robbie RG commercial-ს ეკუთვნის და ისინი თებერვლის ერთ ჩვეულებრივ საღამოსაა გადაღებული.

კარანტინი ყველასთვის ერთნაირი არ არის. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, პირველ რიგში – თქვენი სახლის ფართობზე. და ასევე იმაზე, გაქვთ თუ არა:

  • აივანი ან ტერასა
  • ინტერნეტი
  • კომპიუტერი / პლანშეტი ბავშვების გაკვეთილებისთვის
  • საკაბელოს ან სტრიმინგის მომსახურება

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ისე, როგორც არასდროს, ეს კარანტინი გვიჩვენებს სხვაობებს სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის. ერთია, კარანტინის გატარება ფეშენებელურ, ეზოიან ვილაში და მეორეა, იყო გამოკეტილი 40 კვადრატულ მეტრში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ აზიის პერიფერიებში (ჩინეთსა და ჰონგ-კონგში) გადაღებული “ბინების” ექსტრემალურ ფოტოებს. წარმოიდგინეთ თავი ასეთ ადგილებში, ამ ისტორიულ დროს, ამ სახლების შიგნით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.