fbpx

10 სიმღერა, რომელიც ევროპის იმ ქალაქებს გაგახსენებს, სადაც Wizz Air დაფრინავს, მაგრამ ახლა #დარჩისახლში


გააზიარე სტატია

სტატიის სპონსორია:


 

თვითიზოლაციაში ყოფნამ და შექმნილმა ვითარებამ, ჩვენი სამოგზაურო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. არადა, ბევრი ჩვენთაგანი დიდხანს ემზადებოდა სხვადასხვა ქალაქების მოსანახულებლად, გასართობად და დასასვენებლად. ზოგიერთებს უკვე ბარგიც კი ჰქონდათ ჩალაგებული და ქუთაისისკენ აპირებდნენ გეზის აღებას, მაგრამ გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა ისღა დაგვიტოვა, რომ ყველანი დავსხდეთ იმ მუსიკას მოვუსმინოთ, რომელიც ჩვენს საყვარელ ქალაქებს მოგვაგონებს.

ჩვენ გთავაზობთ 10 სიმღერას, რომელიც ევროპის იმ ქალაქებთან ასოცირდება, სადაც Wizz Air დაფრინავს.

1. პარიზი

ედიტ პიაფის მიერ შესრულებული Sous le ciel de Paris პირველად 1951 წელს, ჟულიენ დუვივიერის ფილმში აჟღერდა. მუსიკა, რომელიც ძალიან მალე პარიზის სიმბოლო გახდა, ჰუბერტ ჟირუმ შექმნა. დღეს ედიტ პიაფი მუსიკალურ ლეგენდებს შორის დიდ ადგილს იკავებს, პარიზში კი მისი ხმა არაერთ რესტორანში, კაფესა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში ისმის.

მოუსმინეთ ამ სიმღერას და იფიქრეთ პარიზზე, რომელსაც ძალიან მალე კვლავ ვეწვევით.

2. ვენა

Goodnight Vienna რინგო სტარის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომია, რომელიც მუსიკოსმა 1974 წელს გამოაქვეყნა. ამ სიმღერის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა ლეგენდარულმა ჯონ ლენონმა, რომელმაც სიმღერის ტესქტი და მუსიკა შექმნა. დღეს რინგო სტარის ეს ალბომი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელსაც უამრავი ადამიანი უსმენს.

3. პრაღა

დემიენ რაისისთვის მინორული მუსიკა რომ დამახასიათებელია, ყველამ იცის, მაგრამ ეს სიმღერა დიდი ხნის განმავლობაში მუსიკოსს არ გამოუქვეყნებია. წარმოიდგინეთ, რომ ლამპიონებით განათებულ პრაღის ქუჩებში სეირნობთ და ამ ჟღერადობის ჰანგებს უსმენთ. ეს ნამდვილად სასიამოვნო იქნება, თუმცა ძალიან მალე, როცა ყველაფერი ჩაივლის, რეალობაშიც შეძლებთ იგივეს გამეორებას.

4. ბერლინი

ალბათ მართლაც მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი უნდა იყო, რომ დევიდ ბოუიმ სპეციალური სიმღერა დაწეროს. Where are we now? – ეს კითხვა ბერლინში ყოფნის დროს ხშირად გაგიჩნდებათ, რადგან გერმანიის დედაქალაქი იტევს ყველა იმ განზომილებას, რომლებშიც ადამიანები ვცხოვრობთ. მოუსმინეთ დევიდ ბოუის ამ სიმღერას და ღრმად ჩაისუნთქეთ, რადგან ძალიან მალე ყველანი შევძლებთ ბერლინში მოგზაურობას.

5. მილანი

ანდრეა ბოჩელი, სასცენო ლეგენდა, ამ სიმღერის შესრულებისას გაიძულებს, გიყვარდეს ყველაფერი იტალიური. ლომბარდიის რეგიონში ამ შესრულებას ხშირად მოკრავთ ყურს, თუმცა დღეს მილანი უმძიმედ მდგომარეობაშია. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ ყველაფერი მალე სასიკეთოდ შემოტრიალდება და დუომოს ირგვლივ კვლავ შევიკრიბებით, მტრედეს პურის ნამცეცებს დავუყრით, ყურსასმენებში კი ბოჩელის მოვუსმენთ.

6. რომი

რომი თავგადასავლების ქალაქია, რომლის ყველა ნაბიჯზე იგრძნობა ის ისტორიული სიდიადე, რომელიც მას უკავშირდება. ალბათ, სწორედ ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა ელვის პრესლის, რომ იტალიის დედაქალაქისთვის ასეთი სიმღერა მიეძღვნა.

7. ბარსელონა

ხშირად ფილმებში გაჟღერებული მუსიკა არის ის, რაც ემოციურად გვაკავშირებს ამა თუ იმ ქვეყანასთან და ქალაქთან. ვუდი ალენის ფილმში “ვიკი კრისტინა ბარსელონა” სწორედ ასეთი საუნდტრეკები ჟღერს, რომლებიც ერთი ჩართვით, უწყვეტად უნდა მოისმინოთ და ესპანური სულისკვეთებით აღივსოთ.

8. ათენი

საბერძნეთი კულტურისა და ისტორიის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ ულამაზეს კუნძულებსა და ქალაქებს აერთიანებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კუნძულზე, რომელიც ათენიდან 40 წუთიის სავალზე მდებარეობს, 2008 წელს გადაიღეს ფილმი “მამა მია”. მისი ერთ-ერთი საუნდტრეკი კი აუცილებლად მოგიყვანთ ხასიათზე და მოგანდომებთ ბერძნულ მიწაზე ყოფნასა და მოგზაურობას.

9. ნიცა

 

10. კოპენჰაგენი

ეს ჩვენი ათეულია, თუმცა თქვენი საყვარელი სიმღერები  შეგიძლიათ დაამატოთ Spotify-ის ფლეილისტში, რომელიც Wizz Air-მა სპეციალურად კარანტინისთვის შექმნა.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.