fbpx

5 კვების ობიექტი, საიდანაც თვითიზოლაციაში აზიური კერძები შეგიძლიათ გამოიძახოთ


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

თვითიზოლაციაში ხანგრძლივად ყოფნამ ჩვენი ცხოვრება თითქოს ერთფეროვნული გახადა,  რადგან ჩვენი სამუშაო გარემო, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის ფორმა და ყოველდღიური რუტინაც კი მნიშვნელოვნად შეგვიცვალა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავიხალისოთ და გავიმრავალფეროვნოთ დღეები, რაშიც განსხვავებული კერძების დაგემოვნებაც გვეხმარება. თუმცა ამას ერთი მინუსიც აქვს: შესაძლოა წონაში სწრფად მოვიმატოთ.

სწორედ ამიტომ, ისეთი კერძები უნდა შეარჩიოთ, რომელიც თან გემრიელია და თან ჯანსაღი. სწორედ ასეთია აზიური სამზარეულო, რომელიც თბილისში უკვე ძალიან პოპულარულია. სამზარეულოში ტრიალი თუ არ არის შენი ძლიერი მხარე ან უბრალოდ არ გინდა მზადებაში დრო დაკარგო, არც ეს არის პრობლემა. გლოვო, რომელიც აგრძელებს ერთგული მომხმარებლებისთვის მუშაობას, ყველაზე ჯანსაღ საკვებს სახლში მოგიტანს.

კვების ობიექტების ჩამონათვალი, საიდანაც ეს საკვები შეგიძლია გამოიძახო კი ასეთია:

 

Sabai Thai

პირველი აზიური რესტორანი, საიდანაც კერძები უნდა გამოიძახო, Sabai Thai-ია, სადაც გემრიელი ტაილანდური კერძები ბოსტნეულით, ბრინჯითა და ახალი ხორცით არის სავსე. თუ გავითვალისიწინებთ იმასაც, რომ საკმაოდ დიდი ულუფებია, ფასებიც ძალიან ხელმისაწვდომია. რაც მთავარია, კერძები უგემრიელესია, რაც თქვენს განწყობაზე დადებითად იმქომედებს.

 

Thai Box

თუ კიდევ უფრო მრავალფეროვანი აზიური კერძები მოგინდება, შეგიძლია გლოვოს აპლიკაციაში Thai Box-ის გვერდი ჩამოსქროლო და ბოსტნეულის ლაფშა ან ტაილანდური, ტრადიციული რეცეპტით მომზადებული კრევეტები გამოიძახო.

 

ბანგკოკი

ამ სწრაფი კვების ობიექტში შეგიძლია შეუკვეთო როგორც ატრიისა და ბრინჯის ფართო ასორტიმენტი, ასევე, მათი თქმით,  ქალაქში ყველაზე გემრიელ სუშიც. “ბანგკოკის” მენიუ ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ გირჩევთ საფუძვლიანად გადახედოთ და რამდენიმე კერძი დააგემოვნოთ.

 

Fire Wok

Fire Wok კიდევ ერთი ობიექტია, სადაც გემრიელი აზიური საკვები მზადდება. კვერცხი, სიმინდი, კომბოსტო, ხახვი, მწვანე ხახვი, ბრინჯი, ხორცი — თითოეული კერძი ნოყიერი და ამავდროულად სასარგებლო ინგრედიენტებით არის სავსე.

შეგიძლია კომენტარის ველიც გამოიყენო და რომელიმე კერძის ინგრედიენტები სურვილისამებრ შეცვალო. ასევე თავად ირჩევ ის ძალიან თუ ნაკლებად ცხარე იყოს.

 

Khushi Indian sweets and Restaurant

თუ ჯანსაღი საკვების გამოძახება გინდა და კულინარიული ექსპერიმენტებიც არ გაშინებს, შეგიძლია გლოვოთი ინდური კერძებიც გამოიძახო. ჩვენ გირჩევთ აპლიკაციაში Khushi Indian sweets and Restaurant-ს გადახედო და აირჩიო ნებისმიერი მთავარი კერძი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. აღსანიშნავია, რომ ობიექტი კერძებს ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებული, ტრადიციული რეცეპტების მიხედვით ამზადებს.

თუ ჯერ კიდევ არ გიწერია გლოვოს აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მოგიტანთ ყველაფერს სახლში, რაღას უცდი? აუცილებლად გადმოწერე, ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.