1991 წლის 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენის დღე – ვიდეოარქივი
გააზიარე სტატია
9 აპრილი 1989 წლის ტრაგედიის გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა.
როგორც ცნობილია, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა.
ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.