fbpx

იტალიაში 300 მეტრიანი ხიდი ჩაინგრა – ქვეყანა ახალ ტრაგედიას კარანტინმა გადაარჩინა – LeParisien


გააზიარე სტატია

 

ჩრდილოეთ იტალიის აულაში ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 2018 წლის ზაფხულში, ჟენეს ვიადუკის სასიკვდილო ჩანგრევის შემდეგ, ეს  შემთხვევა იტალიაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართავობის ახალი მაგალითია.

აულას მერმა რობერტო ვალენტინიმ იტალიურ პრესას აუწყა, რომ 300 მეტრი სიგრძის ხიდი, რომელიც მდინარე მაგრაზე გადიოდა, “ჩაიშალა”. ჩვეულებისამებრ გადატვირთული ხიდი პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, საბედნიეროდ, ცარიელი იყო. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პაოლა დე მიკელიმ  გზის გამართულობის შესახებ დაწვრილებითი დასკვნა მოსთხოვა საგზაო კომპანიას, რომელიც აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 2018 წლიდან არის პასუხისმგებელი. 

“ეს ექსტრემალურად მძიმე შემთხვევაა. პირველად ხიდის არამდგრადობაზე 2013 წელს ატყდა განგაში, მაგრამ  მალევე დაივიწყეს, რადგან ხიდის სავარაუდო ჩაკეტვა მნიშვნელოვნად შეარყევდა ქვეყნის ეკონომიკას”, – განაცხადა დებორა ბერგამინიმ, სატრანსპორტო კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ბერლუსკონის პარტიის წევრმა.

სააგენტო AGI ცნობით, ნოემბერში, ამინდის გაუარესებასთან ერთად, ხიდის ჩანგრევის საშიშროებაზე შეტყობინებებმა იმატა.

იტალიური საგზაო ინფრასტუქტურა გაუმართავია, 50 წლისა და  მეტის ხიდები შესაკეთებელია. სწორედ ეს იყო ჟენეს ვიადუკზე დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი,  რომელმაც 43 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

წყარო: LeParisien


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.