სინგაპურში კორონავირუსის მეორე ტალღაა – რა შეიძლება მოხდეს კარანტინის შემსუბუქების შემდეგ – BusinessInsider
ავტორი: პაულინა კაჩერო
ოთხშაბათს სინგაპურში Covid19-ის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. Worldometer -ის მონაცემების მიხედვით, დაავადების რამდენიმეკვირიანი წარმატებული კონტროლის შემდეგ სინგაპურში ინფიცირების რეკორდული შემთხვევა ორჯერ დაფიქსირდა: 5 აპრლის – 1120, ხოლო 7 აპრილს – 106.
Straits Times-ის მიხედვით, ახალი შემთხვევები უკავშირდება უცხოელ მუშებს, რომელბიც საერთო საცხოვრებლებში კომპაქტურად ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში ინფექციის აფეთქებამ მთავრობა აიძულა 1 თვის განმავლობაში ჩაეკეტა ქალაქი, დაეხურა სკოლები და სამუშაო ადგილების უმეტესობა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეზღუდვების ეტაპობრივად გამკაცრების ნაცვლად, ინფექციის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით გადამწყვეტი ნაბიჯი ახლა გადაგვედგა”, – განაცხადა სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი ჰსიენ-ლუნგსმა the New York Times-თან.
სინგაპური იყო აზიაში ერთ-ერთი ქვეყანა რომლის მიერ კორონავირუსის მართვა და დაავადების აფეთქების კონტროლი შეფასდა, როგორც “ოქროს სტანდარტი”.
იმ დროს, როცა მრავალი ქვეყანა კეტავდა ქალაქებს და მოუწოდებდა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ, სინგაპურმა ინფექციის გავრცელების შესაცერებლად მაღალტექნოლოგიური სამეთვალყურეო საშუალებები გამოიყენა.
ქვეყანამ არ მიმართა მკაცრ შეზღუდვებს, არ შეუშალა ხელი კომპანიებს და დასაქმებულებს, რათა შეემცირებინა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.
მრავალი ქვეყანა ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას აკრძალვების მხრივ, რათა ეკონომიკას აღდგენის საშუალება მისცეს.
ავსტრია და დანია გეგმავენ შეწყვიტონ ქალაქების ჩაკეტვა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების რიცხვი განაგრძობს შემცირებას.
ამასთან სინგაპურში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ როგორ ადვილად შეიძლება განახლდეს ვირუსის სწრაფად გავრცელება ფიზიკური დისტანცირების პირობებშიც კი. ამ ყველაფერმა შესაძლოა დაგვანახოს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს აშშ-ში თუ მთავრობა ნაადრევად გააუქმებს შეზღუდვებს.
უმეტესობაში შტატების უმრავლესობაში არსებობს მოთხოვნა სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, შეჩერდა სხვადასხვა ბიზნესისა და კომპანიის მუშაობა. თუმცა დონალდ ტრამპი ხშირად უსვამს ხაზს ქვეყნის კვლავ გახსნის აუცილებლობას, რამდენადაც შეზღუდვები ამერიკის ეკონმიკაზე უარყოფითი გავლენებს იქონიებს.
“ჩვენ კვლავ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა. თვეების განმავლობაში ვერ ვიქნებით ჩაკეტილები”,- განაცხადა ტრამპმა შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს ინფექციის მაჩვენებლის სტაბილიზაციას, რათა შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები და ქვეყანა ჩვეულ ეკონომიკურ პროცესებს დაუბრუნდეს.
ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები თვითიზოლაციის გაიდლაინებში შეზღუდვების შემცირებას აპირებენ.
ახალი გაიდლაინის თანახმად, ინფიცირებულ პირებს, თუ ისინი ასიმპტომურები არიან, სამსახურებში დაბრუნება შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებენ პირბადეებსა და ტემპერატურას გაიკონტროლებენ დღეში 2-ჯერ.
მიუხედავად ამისა, მონაცემებით ჩანს, რომ აშშ-ში კორონავირუსის აფეთქების პიკი ჯერ არ დაფიქსირებულა და მას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ელოდებიან.
ექსპერტები მათ შორის თეთრ სახლშიც, შიშობენ, რომ შეზღუდვების ძალიან ადრე გაუქმებამ შესაძლოა Covid19-ის აფეთქების მეორე ტალღა გამოიწვიოს.
ეპიდემიოლოგმა Business Insider-ს განუცხადა, რომ ვაქცინის შექმნამდე ქვეყნებს იზოლაცია შესაძლოა 3 თვეში ერთხელ მაინც დასჭირდეთ. ქალაქების გახსნამ შესაძლოა ვირუსის ხელახალი აფეთქება გამოიწვიოს.
ასიმპტომური ხალხი ვირუსს ერთმანეთში გაავრცელებს, თუ ისინი მასობრივად გამოვლენ სახლებიდან, წავლენ სამსახურებში და საყიდლებზე, წაიყვანენ შვილებს სკოლაში.
ოთხშაბათს კორონავირუსის საკითხებზე თეთრი სახლის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში იმედის მომცემი ნიშნები გაჩნდა, თუმცა მოსახლეობამ მაინც უნდა განაგრძოს სოციალური დისტანცირება.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხმა იმედის მომცემი ეს ადრეული ნიშნები სახლიდან გამოსვლის საბაბად არ გამოიყენოს, ადამიანებმა არ იფიქრონ რომ 30-დღიანი იზოლაციისგან გათავისუფლება შეუძლიათ. სოციალური დისტანცირების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ადამიანები კვლავ დაიწყებენ გამოსვლას და სოციალურ ინტერაქციას, ჩვენ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ძალიან მალე ვიხილავთ.
ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ამერიკელს, რომ ეს მითითებები 30 დღის განმავლობაში შეასრულონ. – განაცხადა ოთხშაბათს დებორა ბირქსმა.
ჯონ ჰოპკინსის მონაცემებით, 423 000 ინფიცირებისა და 14 300 გარდაცვალების შემთხვევით აშშ-მ სწრაფად გაუსწრო სხვა ქვეყნებს და კორონავირუსი გავრცელების მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა. |
შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბირქსმა თქვა, რომ პროგნოზების მიხედვით, ამ კვირაში ნიუ-ორლეანში, დეტროიტსა და ნიუ-იორკში კორონავირუსის გავრცელება პიკს მიაღწევს.
ორიგინალი: https://www.businessinsider.com/
2,818 total views, 1 views today