ფრიდა კალოს ბავშვობის იშვიათი ფოტოები, რომლებიც მამამ გადაუღო
ავტორი: სარა ბერნესი
ფრიდა კალო ცნობილია თავისი ავტოპორტრეტებით, თუმცა მისი ცხოვრება არანაკლებ წარმატებულადაა ასახული კამერით. მხატვრის ქმრის, დიეგო რივერას მიერ გადაღებული ასეულობით ფოტოს გარდა, არსებობს ფრიდა კალოს ბავშვობის სურათებიც, რომლებსაც მას მამა, გილერმო კალო უღებდა. ეს იშვიათი და მშვენიერი კადრები გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მხატვრის ადრეული წლები.
ფრიდა კალო თავის ცნობილ “ლურჯ სახლში” იზრდებოდა. მის გარემოცვაში ბევრი ქალი იყო – ფრიდასთან ერთად დედამისი, მატილდე, 4 და, 2 ნახევარდა ცხოვრობდა.
ამ ფოტოებში მკაფიოდ ჩანს ფრიდას თინეიჯერობის პერიოდი, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ სიყვარულში გაატარა. ფოტოებზე ფრიდას უჭირავს უზარმაზარი ყვავილების თაიგული, ძვირფასი თოჯინა; ერთგან გამოწყობილია მამაკაცის კოსტიუმში და უკავია ხელჯოხი.
ფრიდა კალოს სახე ადრეული ასაკიდანვე დასამახსოვრებელი იყო. გამჭოლი მზერა, რომელიც მის მოქნილ წარბებს ერწყმოდა, გვიანდელ ავტოპორტრეტებშიც აისახა.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/