fbpx

“ფიატ-კრაისლერის” კონკურსის 5 გამარჯვებულს შორის ქართველი რეზო ლომაიაც მოხვდა


გააზიარე სტატია

“ფიატ-კრაისლერის” დიზაინერებმა რალფ ჟილმა და მარკ ტროსტლიმ ინსტაგრამის გვერდზე Design Sketch Battle-ის შეჯიბრის გამარჯვებულები გამოავლინეს.  კონკურსში, რომელიც 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დიზაინერები და ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ.  მათ უნდა წარედგინათ Ram truck-ის “სულის შემძვრელი”, “მკვლელი დიზაინის” მქონე ესკიზი.

მონაწილეებმა კომპანიის სხვადასხვა სოციალური მედიის ექაუნთები კრეატიული ნამუშევრებით ააჭრელეს, რომლებიც ნამდვილად არ იყო იმედგამაცრუებელი.

რალფ ჟილმა, რომელიც FCA-ის მთავარი დიზაინერია, 5 კონკურსანტი შეარჩია: პოლ პილისტი, რეზო ლომაია, მაიკლ სტენფელი, მორტენ რაბი და ჯოშუა რიზი. 

 

 

 

შერჩეული ნამუშევრები გამოირჩევა ფუტურისტული სტილით, რაც 1946 წელს წარმოებული Power Wagon-ის ერთგვარი პატივისცემაა. დიდი ბორბლებისა და ფუტებში წარმოდგენილი კლირენსის მქონე ესკიზები კომპანიის უხეშ სტილს ეხმიანება. აქ ვერ ნახავთ ჟილის 1995 წლის Tomahawk GTR-ის მოდელის მსგავს ტრასაზე ორიენტირებულ, დაბალი კლირენსის მქონე ესკიზებს.  

 

მარკ ტროსტლიმ, რომელიც Ram and Mopar-ის დიზაინის ხელმძღვანელია,  1 საათის შემდეგ თავისი რჩეული ნამუშევრებიც გამოაქვეყნა. მან შეარჩია ბრაიან ჯონსონის, რობინ მეთიუს, რიკი რაიან გიომარაკის, ჯონ სიბალის და სენ სმიტის ნამუშევრები. დიზაინერის  ყურადღება მიიპყრო ფუტურისტულმა ესკიზებმაც, თუმცა საბოლოოდ მან შეარჩია Slammed quad-cab Ram-ის წინა პანელისა და Challenger-ის საბურავის ფრთის კანტის მსგავსი მოდელები. მისი მეხუთე რჩეული კი ის ესკიზია, რომლის სადემონსტრაციო დარბაზებში ნახვას ყველა ვისურვებდით: რეტრო და თანამედროვე სტილის გაერთიანება  ტრასაზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის პაკეტში.

 



ლეგოს სამყაროში დიზაინერებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მათი გამორჩეული ნამუშევარი თანამედროვე და კლასიკური საავტომობილო კომპანიების კატალოგში მოხვდეს. ჩვენ არ ვიცით, მისცემს თუ არა FCA  Design Sketch Battle-ის კონკურსის გამარჯვებულებს ასეთივე შესაძლებლობას. ამასობაში ჟილმა და ტროსტლიმ განაცხადეს, რომ შაბათ-კვირას ისინი ინსტაგრამის გვერდზე სხვა გამორჩეულ ნამუშევრებსაც გამოაქვეყნებენ.



ორიგინალი: https://www.autoblog.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.