fbpx

“კულტურული თამაშები”- ალექსი სოსელია.


გააზიარე სტატია

დღეს Window Project-მა ახალი საჯარო სახელოვნებო პროექტი წარმოადგინა.

გალერეა Window Project- მა და თბილისის მერიამ დღეს ახალი საჯარო სახელოვნებო პროექტი “გალერეა ვიტრინაში” ალექსი სოსელიასთან ერთად წარმოადგინა.

“კულტურული თამაშები” ეს არის ნამუშევრების სერია, რომელიც ქართული აქტუალური ისტორიული ღირებულებების, იდენტობის (ღვინის კულტურის) პოპკულტურულ ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

Window Project-ის აქამდე განხორციელებული ვიტრინის პროექტებისგან განსხვავებით, ალექსი სოსელიას ნამუშევრებმა სკულპტურის ფორმა შეიძინა; 3 სკულპტურა, რომელიც ქალაქის საჯარო სივრცეში, განახლებული ორბელიანის მოედანზე ათონელის ქუჩაზე განთავსდა, გალერეისა და სკულპტურის ერთგვარი სინთეზია. კონცეფცია სკულპტურის არქიტექტურულ სივრცეში შინაარსის მუდმივი ცვალებადობაა.

დღეს თბილისში ახალგაზრდა ხელოვანებისათვის სულ რამდენიმე გალერეაა ხელმისაწვდომი და ხშირად ინფორმაცია ფართო საზოგადოებამდე არ აღწევს. აქედან გამომდინარე ახალი საჯარო სახელოვნებო ვიტრინები ემსახურება ქვეყანაში არსებული თანამედროვე ხელოვნების დინამიკის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას.

დინამიურად ცვლადი გამოფენები კი, სკულპტურის შინაარსის ცვლილებით, განსხვავებული აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომ, შემოქმედებით სატრანზიტო სივრცედ ჩამოყალიბდება.

ალექსი სოსელია არის მხატვარი და კურატორი. 2011 წელს დაამთავრა თანამედროცე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა.  2013 წლიდან, თანამოაზრეებთან ერთად, შექმნა პირველი ქართული მოძრავი გამოსახულების არქივი, რომლის პრეზენტაციაც ფართომასშტაბიანი გამოფენის სახით მოეწყო. ორგანიზებას უწევდა და კურირებდა ლოკალურ თუ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა თბილისის ტრიენალე(2012,2015,2018), ქართული მოძრავი გამოსახულების რეტროსპექტივა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე(2018).

არის პროექტის „პარალელური კლასი“ გუნდის წევრი და აქტიურადაა ჩართული მოზარდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და საგანმანათლებლო პროექტებში. მის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს სოციალური ცვლილებებისა და ახალი კონტექსტების შექმნა ადამიანის შემოქმედებითი ხედვების გაძლიერებით. 2019 წლიდან დააფუძნა პროექტი – გალერეა საწყობი, რომელიც შესაძლებლობებისა და თანამედროვე ახალაგაზრდა მხატვრების საერთო ინიციატივის სინთეზს წარმოადგენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.