fbpx

Apple და Google კორონავირუსის მეთვალყურეობის ახალ სისტემას ქმნიან


გააზიარე სტატია

 

ავტორები: Russell Brandom, Adi Robertson

გასულ პარასკევს ორმა გიგანტურმა ბრენდმა – Apple-მ და Google-მ ახალი სისტემის შესახებ განაცხადეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას იკვლევს. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები ბლუთუზის დაბალი ენერგიის (BLE) ტრანსმისიებითა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან ნებადართული აპლიკაციებით გააზიარონ.

 

ახალი სისტემა მოკლე გავრცელების ბლუთუზის კომუნიკაციებს გამოიყენებს, რათა ნებაყოფლობითი კონტაქტ-მეთვალყურეობის ქსელი დაამყაროს.

ჯანდაცვის საჯარო ორგანოების ოფიციალურ აპლიკაციებს ამ მონაცემებზე წვდომა ექნებათ და მომხმარებლებს, რომლებიც ამას ჩამოტვირთავენ, შეუძლიათ აპლიკაციაშივე აღნიშნონ, რომ COVID-19 დიაგნოზი დაუსვეს. სისტემა ხალხს გაფრთხილების სიგნალს მისცემს იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტში იქნებიან. 

iOS-სა და Android-ზე სისტემა მაისის შუა რიცხვებში იქნება ხელმისაწვდომი, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ორგანოების აპლიკაციებს შეეძლოთ ამის განხორციელება. ამ ფაზის განმავლობაში მომხმარებლებს კვლავ მოუწევთ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მაგრამ ის შეიძლება შეზღუდული იყოს. აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისის (API) დასრულებისას, კომპანიები იმუშავებენ  ძირითად ოპერაციულ სისტემაში მეთვალყურეობის ფუნქციონალის ჩაშენებაზე, რათა ის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, ვისაც iOS და Android მოწყობილობების მობილურები აქვს.

 მეთვალყურეობა – რომელიც გულისხმობს ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების გამოვლენასა და სხვების დაინფიცირების თავიდან აცილებას – COVID-19-ის წინააღმდეგ  ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გამოსავალია, მაგრამ ამის გაკეთება ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიით კითხვებს აჩენს მის ეფექტურობასა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობაზე.

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების გაერთიანებამ (American Civil Liberties Union) აღშფოთება გამოხატა  ტელეფონის მონაცემებით მომხმარებლების თვალყურის დევნებაზე, ისინი ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი სისტემა შეზღუდული მასშტაბით უნდა იყოს, რათა დავიცვათ ადამიანების კონფიდენციალობა.  

სხვა მეთოდებისგან (მაგ,: GPS მ) განსხვავებით, ეს სისტემა არ აკონტროლებს, სად იმყოფება ადამიანები ფიზიკურად.  ის ძირითადად სიგნალებს 5-წუთიანი ინტერვალებით იყენებს ახლო მდებარე მობილურებს შორის და კავშირებს მონაცემთა ბაზაში ინახავს. თუ ერთ ადამიანს დაუდასტურდება კორონავირუსი, ისინი ამას აპლიკაციაში განაცხადებენ, აპლიკაცია კი ამ ინფორმაციას იმ ადამიანებს აცნობებს, რომლებიც ახლო მანძილზე იყვნენ მასთან.

სისტემა ასევე უამრავ ნაბიჯს დგამს, რათა თავიდან აიცილოს ადამიანების იდენტიფიცირება, თუნდაც მათი მონაცემების გაზიარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია რეგულარულად აგზავნის ინფორმაციას ბლუთუზის მეშვეობით, ის სტატიკური იდენტობის ნაცვლად ანონიმურ კვანძს (ე.წ. key) გზავნის, ეს კვანძები კი ციკლურად მეორდება კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მის ინფიცირებაზე აცხადებს, აპლიკაცია მხოლოდ იმ “კვანძს” აზიარებს, რომელ პერიოდშიც გადამდები იყო.

არ არსებობს ცენტრალურად ხელმისაწვდომი სია, სადაც აღრიცხული იქნება რომელ მობილურებს შორის დაფიქსირდა კავშირი (ინფიცირების, გადადების და სხვა შემთხვევებში). ეს იმიტომ ხდება, რომ თავად ტელეფონები ასრულებენ კრიპტოგრაფიულ გამოთვლებს, რომლებიც საჭიროა კონფიდენციალურობის დასაცავად. ცენტრალური სერვერები მხოლოდ საერთო კვანძების მონაცემთა ბაზას ინარჩუნებენ, ვიდრე  მათ შორის ურთიერთქმედებას.

მეთოდს ჯერ კიდევ აქვს პოტენციური სისუსტეები. ხალხმრავალ არეალებში, მაგალითად, მომიჯნავე ოთახებში, შეიძლება ის ხალხი შეაშინოს, რომლებსაც რეალურად ინფიცირებულთან კონტაქტი არ აქვთ. ასევე გათვალისწინებული არ არის ის ნიუანსი, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი – მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან თუ უბრალოდ გვერდზე ჩაუარეს. პირველ შემთხვევაში დაინფიცირების შანსი უფრო დიდია. ასევე ამ ყველაფერზე ხელმისაწვდომობისთვის სმარტფონების ქონა და აპლიკაციების გადმოწერაა საჭირო, შესაბამისად, დაბალი  კავშირის მქონე არეალებში დიდად ეფექტური ვერ იქნება.

ეს  შედარებით ახალი პროგრამაა, Apple და Google კი ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მის გამოყენებაზე ესაუბრებიან. ეს სისტემა ალბათ ვერ შეცვლის მოძველებულ მეთოდს – რაც გულისხმობს ინფიცირებული ადამიანების გამოკითხვას, თუ სად იმყოფებოდნენ და ვისთან ერთად გაატარეს დრო – მაგრამ მას შეუძლია შემოგვთავაზოს მაღალტექნოლოგიური სერვისი იმ მოწყობილობებისთვის, რომლებსაც უკვე მილიარდობით ადამიანი ფლობს. 

 

ორიგინალი: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.