fbpx

ქართველი ხმის ინჟინერი და პროდიუსერი გიორგი გვარჯალაძე Prism Sound-ის მთავარ გვერდზე მოხვდა


გააზიარე სტატია



Prim Sound-მა თავისი პროდუქციის რეკლამირების მიზნით საკუთარ ვებგვერდზე გიორგი გვარჯალაძის ფოტო განათავსა.  Prism Sound ლაბორატორიული და სტუდიური დანადგარების კომპანიაა, რომელიც 1987 წელს ბრიტანეთში დაარსდა. კომპანიის პროდუქციით მთელ მსოფლიოში ხმის ინჟინრები აუდიომასტერინგს  ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს უკეთებენ, როგორებიც არიან: პოლ მაკარტნი, ნილ იანგი, ბრაიან ადამსი, ბონ ჯოვი, Pink Floyd, The Who, Green Day, Muse, The Cure და ა.შ.  Prism Sound-ის აუდიოინტერფეისებს იყენებს ქართველი ხმის ინჟინერი გიორგი გვარჯალაძეც.

2017 წლის ოქტომბერში კონვერტერებისა და სხვა აუდიოდანადგარების ნომერ პირველმა ბრენდმა გიორგი გვარჯალაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ქართველი პროდიუსერი ხატია ბუნიათიშვილისა და ზუბინ მეტას ჩაწერისას Prism Sound-ის ინტერფეისს იყენებს. ამავე წელს Prism Sound-მა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისას ამაზონზე გიორგი გვარჯალაძის ფოტო გამოიყენა.


ორი თვის წინ კი, უკვე მესამედ, Prism Sound-მა საკუთარი პროდუქციის რეკლამირების მიზნით საიტის მთავარ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის, ამ შემთხვევაში გიორგი გვარჯალაძის ფოტო განათავსა. ქართველმა ხმის ინჟინერმა ამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო.

ქართველი ხმის ინჟინერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი) მუსიკოსისა და ხმის ინჟინრის რანგში 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ ბასგიტარისტი იყო, იმ პერიოდში გიორგი გვარჯალაძე სხვადასხვა ჯგუფისა და შემსრულებლის ხმის ჩაწერას, დამიქსვასა და მასტერინგს უზრუნველყოფდა. ხმის ჩამწერი სტუდიისა და მუსიკალური გამომცემლობის, “ლენო რეკორდსის” დამფუძნებელი ამჟამად პროდიუსინგს უწევს ქართულ ჯგუფებს და თანამშრომლობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან:  ქეთი მელუა, ლიზა ბათიაშვილი (Deautshce Grammophon), ანიტა რაჭველიშვილი (Sony), ნინო ქათამაძე, Young Georgian Lolitaz, ნიკოლოზ რაჭველი, Moku Moku, Bedfod Falls, Sophy Villy, LoudSpeakers.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.