fbpx

რას ამბობენ ქალები, რომლებმაც თვითიზოლაციისას თავი გადაიპარსეს – Before & After


გააზიარე სტატია



ავტორი: James Greig

სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩვენ ვწერდით ფენომენზე, რომლის მიხედვითაც, მამაკაცები კარანტინის დროს თმას იპარსავენ. როგორც აღმოჩნდა, უამრავი ქალი ამავე გზას ადგას.

თუმცა იმ სტერეოტიპებში, რომლებიც თავგადაპარსულ ქალებსა და კაცებზე არსებობს, არის განსხვავებაც. თუ ჩემი ყოფილი უფროსის პარაფრაზს მოვახდენ, გადაპარსულთავიანი კაცი მზადაა მოხუცი ქალი პენსიის გამო გაძარცვოს (რაც ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ სკინჰედები, უმეტესად, ტექნოს მოყვარული გეები არიან, რომელთაც თეთრი მაისური აცვიათ და ბერლინში სურთ ცხოვრება).

 

თუ თმა გაქვთ გადაპარსული და ქალი ხართ, თქვენ შესახებ იგივეს ნამდვილად არ ივარაუდებენ. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე სხვა სტერეოტიპები მოქმედებს.

ადამიანები მოკლეთმიან ქალებს, უმეტესად, ლგბტ სპექტრს მიეკუთვნებენ, ფიქრობენ, რომ ამით მათ მასკულინურობასა და ანდროგინობას ესმევა ხაზი. ეს ყველაფერი ისტორიულად გადაპარსულთმიანი ქალების დეფემინიზაციისთვის გამოიყენებოდა.  



ჯენიფერი, რომელმაც თმა გადაიპარსა, ამბობს: “ხალხი გენდერთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას მისვამდა, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ თქვენ თავის გადაპარსვა გსურთ, უნდა ადგეთ და ეს გააკეთოთ არსებული მოსაზრებების მიუხედავად.”

“თმასთან და კონკრეტულად ქალის თმასთან დაკავშირებით გენდერით განპირობებული აღქმა არსებობს”, – ამბობს კიტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაიპარსა თმა. იგი ხაზს უსვამს ჰიპოთეზური კავშირის არსებობას გრძელ თმასა და ქალურობას შორის და აღნიშნავს, რომ ეს შეხედულება არასწორია. “როცა ახალგაზრდა ვიყავი და გრძელი თმა მქონდა, ამას ყოველთვის სილამაზეს ვუკავშირებდი.

 

ძალიან საინტერესოა საკუთარი თავის იმ პოზიციაში წარმოდგენა, რომელიც ქალური სილამაზის შესახებ ხალხის მოსაზრებებისგან თავისუფალია.

ჟურნალისტსაც, რომლის სელფმაც გადაპარსული თავით   2000-ზე მეტი მოწონება დააგროვა ტვიტერზე, ასეთივე წარმოდგენა აქვს: “ყველაზე დიდი სიურპრიზი ისაა, რომ ახლა იმაზე მეტად ქალური ვარ, ვიდრე ადრე”.

“გუშინ სარბენად ვიყავი გასული, ხალხი კი გზას მითმობდა. მაკიაჟის გარეშე,  ბუნებრივად, საკმაოდ გაფითრებული ვჩანვარ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანები ჩემი დანახვისას ფიქრობდნენ: “ნეტავ გადარჩება?” თითქოს ქიმიოთერაპიის გამო გამოვიყურებოდი ასე ან რამე მსგავსი მქონდა”, – ამბობს რობინი.

 

ბრაიტონელ ბლოგერს, გრეისსაც ანალოგიური გამოცდილება ჰქონდა: “ადამიანები ფიქრობენ, რომ რაკი თმა არ მაქვს, ან შარფი მაქვს მოხვეული, ესე იგი ცუდად ვარ. ერთხელ სუპერმარკეტში ბავშვმა დედას ჰკითხა, თუ რატომ არ მქონდა თმა. მე მხოლოდ ჩემთვის გამეღიმა. შემდეგ კი დედამისმა შეაბრუნა და უთხრა: “ჩუმად, ნუ ამბობ ამას ხმამაღლა, ალბათ ძალიან ავადაა.”

თავდაპირველად გრეისმა თმა იმისთვის გადაიპარსა, რომ ტვინის კიბოს საქველმოქმედო ფონდისთვის თანხა შეეწირა. ეს ფონდი გრეისს მაშინ დაეხმარა, როცა თავად სჭირდებოდა კონსულტაცია. თუმცა სიმსივნის არსებობა თმის შეჭრის განმაპირობებელი მიზეზი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, გრეისს დროდადრო ესმოდა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, გადაპარსული თავი ქიმიოთერაპიას უკავშირდება. 

 

არსებობს კარანტინის უპირატესობაც.

იზოლაციის პირობებში გადაპარსულთავიანთა რიცხვის მატებამ შესაძლოა გენდერული სტიგმატიზაცია დაასრულოს.

გადაპარსული თავების მიმართ დამოკიდებულება სქესის მიხედვით განსხვავდება, თუმცა არსებობს საერთოც – თავის გადაპარსვა ეს არის ერთგვარი კათარზისი და პასუხი სტრესზე. როცა პანდემია დაიწყო, ჯოელი პერუში მოგზაურობდა. მკაცრი რეგულაციების გამო მას არ შეეძლო სავარჯიშოდ გარეთ გასულიყო. “სადაც  უნდა წავსულიყავი, ყველგან პოლიცია იდგა, მე კი ყოველთვის ნიღაბი უნდა მეტარებინა.

“დიდი ხნის განმავლობაში საინტერესო  არაფერი მომხდარა, რადგან საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. ამიტომ თავის გადაპარსვა დიდი შვება იყო. ერთხელაც ვიფიქრე: მოდი, გავაკეთებ რამე საინტერესოს, თავშესაქცევს. მოაგვარო პრობლემა საკუთარი ხელებით, ეს  თავის გადაპარსვის საერთო მიზეზია როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაშიც.


“პანდემია ყველასთვის სტრესული მდგომარეობაა. არ არის ნორმალური, როცა ჩაკეტილი ხარ და გარეთ გასვლა არ შეგიძლია. თავის გადაპარსვამ მაფიქრებინა, რომ რაღაცის კონტროლი შემიძლია. ეს იყო ერთგვარი რეაქცია სტრესზე – გამათავისუფლებელი მოქმედება”, – ამბობს კიტი.

რობინისთვის თავის გადაპარსვა პანდემიასთან გასამკლავებელი მეთოდი იყო. “ეს შესაძლებლობების დროა. სწორედ ახლა უნდა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ საამისოდ არასდროს გყოფნიდა გამბედაობა. ქალებისთვის ეს ნამდვილად კათარზისია და ამავე დროს, საუკეთესო გზა გავიგოთ ცოტათი მეტი საკუთარი თმის შესახებ.


ორიგინალი: https://www.vice.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.