fbpx

მაიკლ ჯექსონის შვილი – პარისი ახალ ფილმში იესო ქრისტეს როლს შეასრულებს


გააზიარე სტატია

 

მართალია, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე სერიალებისა და ფილმების გადაღებები თუ პრემიერები შეჩერებულია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ჰოლივუდელ პროდიუსერებს, რომ ახალი პროექტები დააანონსონ. მათ შორის კი ერთ-ერთია ახალი კინოსურათი Habit

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული, დეტალები მაინც გახმაურდა. მაგალითად, ამბობენ, რომ ფილმში იესო ქრისტეს როლს მაიკლ ჯექსონის 22 წლის შვილი – პარის ჯექსონი შეასრულებს, მისი მეწყვილე კი ბელა თორნი იქნება. 

უცნობია ისიც, მთლიანად რელიგიურ თემააზე იქნება თუ არა ახალი ფილმი, თუმცა პროდიუსერის, დონოვან ლიტჩის განცხადებით, Habit-ში მუსიკას მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა, ხოლო ჯექსონის ქრისტე აქამდე არსებულ ყველა სტერეოტიპს დაამსხვრევს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.