fbpx

პატი სმიტის ნახატები: კრეატიული იმპულსის მომენტი


გააზიარე სტატია

“ხელოვნებას პირველად 12 წლის ასაკში ვეზიარე, როცა მამაჩემმა სამოგზაუროდ წაგვიყვანა. ის ქარხანაში მუშაობდა, ოთხი ავადმყოფი შვილი ჰყავდა, ჩემს მშობლებს ფულის პრობლემებიც ჰქონდათ, ჩვენ კი ხშირად არ მივდიოდით ექსკურსიებზე. მაგრამ ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში სალვადორ დალის შოუ იყო, რომელშიც ნახატი ”მეხსიერების გამძლეობა/The Persistence of Memory” შედიოდა, მამაჩემს მისი ნამუშევრები განაცვიფრებდა, ამიტომ გამოფენის ნახვა რეალურ ცხოვრებაში უნდოდა, ასე რომ, ყველანი მუზეუმში წაგვიყვანა. ხელოვნება პირისპირ ადრე არასდროს მინახავს.  პიკასოს, ჯონ სინგერ სარგენტის ნამუშევრების ნახვის შემდეგ, მთლიანად მოცული ვიყავი ამით, პიკასო შემიყვარდა, ვოცნებობდი, რომ მეც გავმხდარიყავი მხატვარი”, – ამბობს პატი სმიტი.

დიდებულმა პატი სმიტმა თავის ნახატები ერთხელ აღწერა, როგორც “კალიგრაფიის შერწყმა გეომეტრიულ თვითმფრინავებთან, პოეზიასა და მათემატიკასთან”. ჯერ კიდევ  20-იანი წლების დასაწყისში ჩელსის სასტუმროში მხატვარ/ფოტოგრაფ რობერტ მაპლეტორფისთან ერთად ცხოვრობდა, განუყოფელი შეყვარებულები ერთად დიდი ხნის განმავლობაში ხატავდნენ. რობერტი პატის ამხნევებდა, ძალას აძლევდა, რომ ხატვა გაეგრძელებინა,  მიუხედავად იმ ხმისა, რომელიც სმიტის თავში არსებობდა და ეუბნებოდა, “შენ საკმარისად კარგი არ ხარ”. ის მაპლეტორფსა და მის აგრესიულ  X-rated (ძალადობის აბ/და სექსუალურობის შემცველი ფოტოები) სურათებს ხატავდა. 

 

1978 წელს პატიმ და რობერტმა ნიუ-იორკის ხელოვნების დილერთან, რობერტ მილერთან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელმაც ერთი წლით ადრე მეხუთე ავენიუზე ხელოვნების გალერეა გახსნა. 1978 წელს წელს, 32 წლის ასაკში. სმიტმა პირველად გამოფინა თავისი ორიგინალი ნამუშევრები რობერტის ფოტოების გვერდით, რომელშიც პატის სხვადასხვა პორტრეტები შედიოდა. 

“შემოქმედებითი იმპულსების მომენტი ისაა, რასაც მხატვარი გთავაზობთ. თქვენ უყურებთ ჯექსონ პოლოკს, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც მისნაირად დახატვა შეგიძლიათ. სამუშაოს შესრულებისას პოლოკი გაგიზიარებთ შემოქმედებითი იმპულსებს,  რამაც მას ამ სამუშაოს შესრულებისკენ უბიძგა. ეს მუდმივი გაცვლაა – იქნება ეს როკ-ენ-როლის სიმღერით, სადაც კომუნიკაციას ბო დიდლისთან და რიჩარდ ვეინ პენიმანთან ამყარებთ, ან თუნდაც ნახატის მეშვეობით, სადაც რემბრანტს და პოლოკს ეკონტაქტებით – ეს შესანიშნავი რამაა.”

მისი ნამუშევრები ყველგანაა გამოფენილი, ნიუ-იორკიდან დაწყებული, მიუნხენით დამთავრებული. 2008 წელს კი სმიტის ნამუშევრების დიდი რეტროსპექტივა (1967-2007 წლებში შექმნილი ნახატები) პარიზში, Fondation Cartier pour I’Art Contemporain-ში აჩვენეს. 2019 წელს სმიტის ილუსტრაციები გამოიყენეს ალბომისთვის, სახელწოდებით The Peyote Dance – სმიტისა და  Soundwalk Collective-ს კოლაბორაცია. მოდით, თვალი გადავავლოთ პატის მიერ უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში შექმნილ რამდენიმე ილუსტრაციას.

ორიგინალი: https://dangerousminds.net/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.