fbpx

კულინარიული ფოტორეცეპტები: ხაჭოს პასკის რეცეპტი ირინა ეგაძისგან


გააზიარე სტატია

At.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას “კულინარიული ფოტორეცეპტები” და წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს კარანტინიდან. Bon appetit!

პირველი რეცეპტი ირინა ეგაძის დიდი ბებიის ხაჭოს პასკაა, რომლის გაკეთებაც დღეს უნდა დაიწყოთ, რომ აღდგომაზე მზად გქონდეთ

 

საჭირო მასალა

  • ხაჭო – 1 კგ
  • კარაქი-200 გრამი
  • კვერცხის გული -4 ცალი
  • შაქარი -1 ჭიქა 200 გრამი
  • ვანილი – ჩაის კოვზის მესამედი
  • ქიშმიში -100-200 გრამი (სურვილის და სიყვარულის მიხედვით)
  • ლიმნის კანი გახეხილი წვრილ სახეხზე – 1 ლიმნის ცედრა

 

მომზადება თანმიმდევრობა

  • ვიღებთ ხაჭოს და ვკვანძავთ ჩაის ტილოში და საწურში ვათავსებთ, ვადებთ სიმძიმეს (რაც სახლში მძიმე და სუფთა შეგხვდებათ) ისე რომ გაიწუროს 24 საათის მანძილზე, წყალი რაც გაუვა ასხავთ
  • 24 საათის შემდეგ , კარაქს სახლის ტემპერატურაზე გამთბარს, ჭრით პატარა კუბიკებად ამატებთ ხაჭოში და იწყებთ ხაჭოსთან ერთად გასრესვას,
  • ეტაპობრივად ამატებთ: კვერცხის გულს, ვანილს, შაქარს, ლიმნის ცედრას, ქიშმიშს
  • ყველაფერს რომ კარგად აურევთ ერთმანეთში , ისევ დებთ ჩაის ტილოში და იგივე პრინციპით წურავთ როგორც მანამდე (24 საათი, სიმძიმე)
  • რომ გადაიწურება , თქვენი ხაჭოს პასკა მზად არის ფორმაში გადასატანად, გადაიტანთ ისეთ ფორმაში რომლის ამოტრიალების შემდეგ შეძელბთ დაჭრათ ნაჭრებად

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.