fbpx

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე წყლის საშუალებით


გააზიარე სტატია

რჩევები თეონა თავართქილაძისგან  და ჯანსაღი დესერტის რეცეპტები ნუცა სურგულაძისგან

გაზაფხულზე ვიტამინებისაგან გამოფიტულ და გამომშრალ კანს განსაკუთრებით სჭირდება დატენიანება და აი, სწორედ ამ დროს მისწრებააბაკურიანისარაჩვეულებრივი პროდუქტიმინერლური წყლის სპრეი, რომლის მოსახერხებელი შეფუთვა საშუალებას გვაძლევს ის მუდამ თან ვატაროთ და დღის განმავლობაში ხშირად დავიტენიანოთ კანი.

მნიშვნელოვან რჩევებს კი, თავის მოვლასთან დაკავშირებით Beauty and the Box-ის შემქმნელი თეონა თავართქილაძე  გვიზიარებს, რომელსაც მიაჩნია, რომ გოგონებმა  გარდატეხის ასაკიდან უნდა დაიწყონ თავის მოვლა.

ახლა, როდესაც მსოფლიო იზოლაციის და კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, შესაძლებლობა გვაქვს უფრო მეტი დრო დავუთმოთ თავის მოვლას. #დარჩისახლში რომ არ დავარღვიოთ,  შეგვიძლია გამოვიყენოთ შინ დამზადებული ნიღბები. გასწავლით ერთ-ერთს, იაპონურ მეთოდს: იაპონელი ქალები ცნობილი არიან კანის არაჩვეულებრივი სტრუქტურით. ისინი სახის კანის დასაბანად იყენებენ ბრინჯის წყალს, რომელიც ძალიან მარტივად კეთდება: 1 სუფრის კოვზი ბრინჯი და 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი უნდა დავაყენოთ ორი დღეღამის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ და გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში. მაცივარში შეიძლება შევინახოთ 2-3 დღე. გარდა იმისა, რომ ამ წყლით შეგვიძლია სახის გაწმენდა, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნიღბების დამზადებაც.

თეონა თავარათქილაძე გვირჩევს, რომ რაც უნდა ხდებოდეს, ყოველთვის შეასრულეთ  დილის და საღამოს რუტინა,  რომელიც შედგება სამი მთავარი ეტაპისგან: სახის გაწმენდა, შუალედური პროდუქტი და შემდეგ დამატენიანებელი. ამავე დროს წყლის მნიშვნელოვან როლზეც საუბრობს:

თავის მოვლასთან არის დაკავშირებული ყველანაირი სპა პროცედურა სახლში თუ რომელიმე სხვა დაწესებულებაში. salus per aquam – ჯანმრთელობა წყლის საშუალებითეს ყველაფერს ამბობს. წყალი არის საშენი მასალა. ჩვენს სხეულს დატენიანება სჭირდება როგორც შიგნიდანწყლის ყოველდღიური დოზის მიღებით, ასევე გარედან. ყველა დამატენიანებელი პროდუქტისთვის მთავარი ბაზა არის წყალი. ძალიან მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, იმისთვის, რომ არ დაიწყოს მისი ნაადრევი დაბერება.

თეონა თავართქილაძე ”ბაკურიანის” მინერალური წყლის სპრეის ეფექტიანობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანის ბუნებრივი დატენიანებისა და მისი ყოველდღიურად მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა:

ძალიან მშრალი კანი მაქვს, მინერალური წყლის სპრეი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაასახლშიც, სამსახურშიც. დღის განმავლობაში, ზამთარზაფხულ, სულ ვიტენიანებ კანს მისი საშუალებით.

საუბრის დასასრულს თეონა საიდუმლოსაც გვიმხელს:

წყალს აქვს მახსოვრობის უნარი, იმახსოვრებს როგორც კარგ, ისე ცუდ ინფორმაციასხომ გაგიგონიათ, სიზმარი წყალს უნდა მოუყვეოისიც ხომ ვიცით, რომ ადამიანს წყლის გარეშე არსებობა არ შეუძლია. მე, პირადად, ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს წყალთან ურთიერთობა. ჩემთვის წყალი სიცოცხლესთან ასოცირდება. თუკი წყლის გარეშე არსებობა შეუძლებელია, მაშინ მადლობაბაკურიანს“, რომ სიცოცხლით გვავსებს.

წყლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს „მასტერშეფის“ გამარჯვებული, ნუცა სურგულაძეც:

წყალი შეუცვლელია. არ მიყვარს სხვადასხვა გაზიანი თუ ტკბილი სასმელი. ჩემთვის წყალი წმინდაა. მაგრამ მის მიღებასაც თავისი წესი აქვს, მე ვფიქრობ, რომ დილას უზმოზე აუცილებელია 1 ჭიქა წყლის დალევა, იმისათვის, რომ ორგანიზმმა გაიღვიძოს. ასევე გირჩევთ, რომ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიოთ 1 ჭიქა წყალი და უკვე საკვების მიღებიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ არის სასურველი სითხის მიღება. წყალი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისთვის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. წყალი ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

წყალი მნიშვნელოვანია და დიდი ძალა აქვს შევთანხმდით, მაგრამ რა ვუყოთ ზედმეტ კილოგრამებს? როგორ ვებრძოლოთ მას?   კორონავირუსის ჟამინობისას, როცა ყველას სახლში გვიწევს ჯდომა, ბევრმა საკუთარ თავში კულინარიული ნიჭიც აღმოვაჩინეთ. ბევრი იმაზეც ჩივის, რომ იზოლაციაში მადამაც იმატა და ზომიერების დაცვა ჭირს.  ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუკი კვების პარალელურად ვარჯიშსაც მოვახერხებთ. ამიტომ “ბაკურიანთან” ერთად გირჩევთ უყუროთ ტრენერ ირმა შერაზადაშვილის ლაივებს ქალებისთვის განკუთვნილ სილამაზის ჯგუფში, Glam Factory-ში სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, რომელიც სწორედ სახლის პირობებში კომფორტულ ვარჯიშზეა გათვლილი. ჰოდა, თუკი იზოლაციაში ვარჯიშს ვახერხებთ, მაშინ ხელს არაფერი შეგვიშლის, რომ გემრიელადაც ვიკვებოთ.

ამიტომაც ნუცა სურგულაძემ  ჩვენთვის რჩევები არ დაიშურა და ჯანსაღი დესერტის რეცეპტიც გაგვიზიარა:

ყველაზე მთავარი დაბალანსებული და ზომიერი ულუფებია. გირჩევთ, რომ დილას მიიღოთ ნახშირწყლები და ხილი. დღის რაციონში სასურველია შეიტანოთ სასარგებლო ბოსტნეულით გაჯერებული სალათა და მიიღოთ ცილები. ცხიმიც შეიძლება, მაგრამ ზომიერად. კარგია, თუკი დღეში 4-ჯერ მივუსხდებით მაგიდას, ცოტცოტას შევჭამთ და საღამოს ჭამას მოვერიდებით. მე ძალიან აქტიურად ჩავერთე ჯანსაღი საკვების სწავლებაში და ყოველდღიურად ჩემს გამომწერებს ვანებივრებ სასარგებლო და გემრიელი რეცეპტებით, ამასობაში 5 კილოც დავიკელი. ახლა გასწავლით ჩიას პუდინგის გაკეთებას. დაგვჭირდება: 2 კოვზი ჩიას თესლი, 125 გრამი რძე ან მცენარეული რძე (მე ქოქოსის რძე მიყვარს) და ნებისმიერი ხილი. თბილი რძე დავასხათ ჩიას, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 10-15 წუთი (უმჯობესია მაცივარში შევდგათ). ჩია შეიცვლის კონსისტენციას და გახდება ლორწოვანი სქელი მასა. შევურიოთ ხილი და ჩვენი უგემრიელესი დიეტური საუზმე/დესერტი მზად არის!”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.