fbpx

სააღდგომო სუფრა — რა გამოვიძახოთ გლოვოდან?


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:


 

ქართველებისთვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღისთვის თითოეული ოჯახი საგანგებოდ ემზადება და რა თქმა უნდა, ასევე საგანგებოდ არის გაწყობილი ჩვენი სუფრაც.

გლოვო კი მათზე იზრუნებს ვისაც სამზარეულოში ტრიალისთვის დრო არ რჩება ან უბრალოდ არ გამოსდის ოჯახის წევრები საკუთარი კულინარიული შედევრებით გაანებივროს.

კარგი ის არის, რომ მრავალფეროვანი კერძები სააღდგომო სუფრისთვის სხვადასხვა კვების ობიექტიდან შეგიძლია გამოიძახო — ყველაფერი, რასაც ისურვებ.

განაგრძე კითხვა და შეათვალიერე იმ კერძების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობასაც შენს სუფრაზე ისურვებდი:

იმერული ხაჭაპური (Oniashvili Bakery)

პირველი რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნო, შენი სუფრის გემრიელი და თბილი ხაჭაპურით მომარაგებაა – „Oniashvili Bakery“ სპეციალურად შენთვის რამდენიმე სახის ხაჭაპურს მოამზადებს და შემდეგ კი გლოვო სახლში მოგიტანს.

ჩვენ არჩევანი იმერულ ხაჭაპურზე შევაჩერეთ, რომელსაც შენც გირჩევთ.

ქაბაბი (Shemoikhede Genatsvale)

ამ აღდგომას თუ რაიმე განსხვავებული და ორიგინალური გინდა გედოს სუფრაზე, „Shemoikhede Genatsvale“-ს ქაბაბი შეუკვეთე.

ოჯახის წევრები აუცილებლად შეამჩნევენ ამ სიახლეს სადღესასწაულო მენიუში, თავიდან გაიკვირვებენ კიდეც და შემდეგ შენთან ერთად გემრიელადაც შეექცევიან.

წითელი ლობიო ნიგვზით (Samikitno-Machakhela)

გემრიელი კერძების სააღდგომო სუფრისთვის შერჩევისას აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ და გავითვალისწინოთ ოჯახის ის წევრები, რომელთაც სულაც არ უყვართ ხორციანი, მსუყე საჭმლის ჭამა ან უბრალოდ ვეგეტარიანელები არიან.

ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან „Samikitno-Machakhela“ მსუბუქი კერძების ფართო არჩევანს გთავაზობს.

მათ შორის კი განსაკუთრებული კერძი შეიძლება (ძალიან ქართული) წითელი ლობიო ნიგვზით აღმოჩნდეს.

ბრინჯი ბოსტნეულით (Tsiskvili)

Tsiskvili-ის უგემრიელესი ბრინჯი ბოსტნეულით, რიგით მეორე კერძი იქნება შენს სააღდგომო სუფრაზე, რომელსაც თავადაც მადიანად შეექცევი და მსუბუქი საჭმელების მოყვარული ოჯახის წევრის გულს კიდევ უფრო მეტად მოიგებ.

იმერული კუპატი კეცზე (Chemo Kargo)

ახლა გაცილებით მსუყე კერძებზეც შეგვიძლია გადავიდეთ და იმაზეც ვიფიქროთ, რომ ხანგრძლივი მარხვის შემდეგ იმერული კუპატის ჭამა ნამდვილი დღესასწაული იქნება.

შეუკვეთე რესტორან „Chemo Kargo“-ს ეს ან სხვა ხორციანი საჭმელი და გლოვო იზრუნებს, რომ ის უმალვე შენს სააღდგომო სუფრაზე აღმოჩნდეს.

ნიგვზიანი ხარჩო (Beer Time)

ნებისმიერ ქართულ ოჯახში ალბათ წარმოუდგენელია სადღესასწაულო სუფრა ნიგვზიანი ხარჩოს გარეშე, რომელსაც ძალიან უხდება შებოლილი ყველი ან სულგუნი და ღომი.

„Beer Time“ კი ქალაქში სახელგანთქმულია თავისი გემრიელი ნიგვზიანი ხარჩოთი, რომელსაც ასევე გლოვო მოგიტანს სახლში.

ფხალის ასორტი (Khinkali House Nadimi on Dadiani)

სააღდგომო და მით უმეტეს ქართულ-დასავლური სუფრის ნამდვილი მონაპოვარია სხვადახვა ფხალეული.

აღმოაჩინე გლოვოს აპლიკაციაში ქართული რესტორანი „Khinkali House Nadimi on Dadiani“ და კერძების ჩამონათვალში აუცილებლად იპოვი ფხალის ასორტს, რომელიც ფოტოზეც მადისაღმძვრელად გამოიყურება და კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას რეალურ ცხოვრებაში გპირდება.

ქათმის ფრთები (Republic 24)

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააღდგომო სუფრისთვის ნიგვზიანი ხარჩოს შეკვეთა გირჩიეთ, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ქათმის გემრიელად შებრაწული ხორციც, რომელიც „Republic 24“-დან შეგიძლია გამოიძახო.

პასკა (Tabla Saloon)

ისევე, როგორც წითლად მოხარშული კვერცხი, პასკაც სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

ქალაქში ბევრნაირი პასკა მზადდება — ქიშმიშით, შოკოლადით, სუკატითა და სხვადასხვა სანელებლებით. ამ ფართო არჩევანს კი გლოვოს ერთ-ერთი პარტნიორი კვების ობიექტიც შემოგთავაზებს. „Tabla Saloon“-ი ხომ ის ადგილია, სადაც შენთვის საუკეთესო პასკა მზადდება.

ნაპოლეონი (Assorti)

განსხვავებული ქართული კერძების შემდეგ კი აუცილებლად მოგინდება კარგი დესერტი, რომელიც Assorti-დან შეგიძლია გამოიძახო.

ამ ობიექტზე მრავალფეროვან საკონდიტრო ნაწარმთა შორისაა სხვადასხვა ზომისა და სახეობის ტორტები, ნამცხვრები და ასევე კრემით სავსე ნაპოლეონი, რომელიც გემრიელი სააღდგომო სადილის, მშვენიერი დასასრული შეიძლება აღმოჩნდეს.


თუ ჯერ კიდევ არ გიწერია გლოვოს აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მოგიტანთ ყველაფერს სახლში, რაღას უცდი? აუცილებლად გადმოწერე, ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.