fbpx

ნახეთ ახალი ვიდეოკლიპი Lingotto – CES Records-ის რელიზისთვის, რომელიც 24 აპრილს გამოვა


გააზიარე სტატია

24 აპრილს CES Records-ზე გამოვა ანუშკა ჩხეიძის კომპოზიცია Lingotto ალბომიდან Halfie, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით (Bandcamp, Spotify) როგორც ციფრული, ასევე ფიზიკურად ვინილების სახით. 

ახალი ალბომის გამოსვლამდე ანუშკა ჩხეიძემ კინორეჟისორ და ვიდეოარტისტ ანა სარუხანოვასთან ერთად კომპოზიცია Lingotto-სთვის ვიდეოკლიპი გადაიღო.

Lingotto-ს კომპოზიციის ავტორი, 22 წლის ანუშკა ჩხეიძე  ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორია. ის CES Records-ზე გასულ წელს გამოცემული 9 ქართველი  კომპოზიტორი ქალის კომპილაციის – Sleepers, Poets, Scientists – ერთ-ერთი მონაწილე იყო, ახლა კი თავის სადებიუტო ალბომ Halfie-ს ამავე ლეიბლზე გამოსცემს.

ანუშკა ჩხეიძე: “მიხარია, რომ ვიდეო თბილისში გადავიღეთ და ტრეკს lingotto ჰქვია, რადგან ეს მუსიკა ტურინიდან რომ დავბრუნდი, მაშინ დავწერე. იქ არის ადგილი lingotto fiere, რაც მნიშვნელოვან მოგონებასთან ასოცირდება. არ არის აუცილებელი, რომ სახელი, მუსიკა და ვიდეო პირდაპირ კავშირს ქმნიდეს, რადგან გულწრფელი შეგრძნებები ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდება და გზას თავად  პოულობს.”

ანა სარუხანოვა: “ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა და დაგვეჭირა ქალაქის ცხოვრების კადრები, როდესაც ყველა თავის საქმეზე ჩქარობს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ცხოვრება, საკუთარი გზა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, ხანდახან იკვეთება. მაშასადამე, წარმოჩინდა ცხოვრების განსხვავებული ხედვები, მოქმედებები გადადიოდა ერთი სუბიექტიდან მეორეზე, რადგან ალბომის კონცეფციის მიხედვით ყველას აქვს თავისი ნაწილი Halfie. 

ამავდროულად, დღიურ რუტინასთან ერთად, მინდოდა მცირე ჯადოსნური დეტალები დამემატებინა (წითელი ბუშტი მეტროში, ბებო წყლის თოფებით…),  რომელსაც ყველა გრძნობს, ვინც თბილისში ცხოვრობს, რადგან ყოველდღიუროას აქვს მნიშვნელოვანი დეტალები და მაგია დეტალებშია.”


მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობდნენ:

  •  რეჟისორი – ანა სარუხანოვა
  • ფერის კორექციაზე – ნიკა მაჩაიძე
  • ოპერატორები – ვატო გომარელი, ნიკიტა კუტეპოვი
  • მუსიკის ავტორი – ანუშკა ჩხეიძე 
  • მიქსინგი/მასტერინგი – გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

კრედიტები:

  • ლილიანა კორძახია
  • ნინი რთველიშვილი
  • ანა დილბარიანი
  • ირინა კაკაბაძე
  • მაკი კაკაბაძე
  • გიგი ჯგირაძე
  • ირინა ბლიაძე
  • ვალერიან სანდოძე
  • ანი ლოლაძე
  • საბა შარიქაძე
  • ლაშა შარიქაძე
  • ნიკოლოზ მარკოზაშვილი
  • ძაღლი დუშა
  • ხალხი ქუჩებიდან

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.