fbpx

თეთრი: თანამედროვე ვაბი-საბი თბილისში    


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

  “წვიმიან ქალაქში სველი ნაიკები-აკუ ტა გავა

   ნეონის ფიქრები მშრალი ნაიკები-ვაბი და საბი “

                                                      (Kayakata-Sisona Darchia).

 

ნეონები, იეროგლიფები, მარაოები, ატრია, ატრიის ხის ჩხირები და ხის ჩხირები თმაში. კიბერპანკის სამყარომ, რომელიც ოდესღაც იაპონური ანიმაციის ესთეტიკაში გაჩნდა, დღესდღეობით ხორცი თბილისში შეისხა. ახალგაზრდობა , რომელსაც კურსი დასავლეთისაკენ, კონკრეტულად კი ევროპისაკენ მტკიცედ უჭირავს, აზიური ტენდენციებითაა შემოსილი. კერძოდ კი, კორეის, იაპონიისა და ჩინეთის ძველი და ახალი კოლტურა თბილისის ქუჩებში გაერთიანდა.

  “ სისონა დარჩია აკუტა გავა

   სისონა ქარშია სისონა ბრაჰმა

   ჰარე და კრიშნა და რამა

   რუნები დრონები კარმა “

                                   (Kayakata Sisona Darchia).

დიდუბის მეორადები, თუ უკვე ქართული ბრენდები, როგორიც არის მაგალითად “Nami Concepts” პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში ჩინური და იაპონური , ტრადიციული სამოსის გავრცელებით. ქუჩებში , ბარებსა და კლუბებში არა მხოლოდ ცი-ფაოსა და კიმონოს ვხვდებით, არამედ ტანსაცმელს, რომელზეც იეროგლიფები ან აზიური მითოსის გმირები არიან გამოსახულნი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი თბილისში ხომ ლოგოდ აზიურ , ჩინურ-იაპონურ იეროგლიფს იყენებს , კლუბი “ხიდი” 中.

აზიურ კულტურას არა მხოლოდ ვიზუალურად აღვიქვამთ, არამედ გვესმის კიდევაც. ქართველი არტისტები ხშირად აზიური წარმოშობის სიტყვებს თავიანთ სასცენო სახელებად აქცევენ : Hamatsuki, Shinobi…

ქართული სიტყვებით თამაშიც ხშირად იღებს ნაცნობ აზიურ ჟღერადობას, როგორიც არის მაგალითად “რამეკაი” და  შესანიშნავად ერგება აზიური სამზარეულოს ქართულ რესტორანს. სუშიმანიამ უკვე დიდი ხანია მოიცვა თბილისი. მსგავსი რესტორნები თითქმის ყოველ დღე იხსნება  და მათი სიმრავლე დედაქალაქს არამხოლოდ უცხო კერძებით არამედ აზიური არქიტექტურითა და დიზაინით ავსებს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი თავისი ვიზუალით “Pepper Boy” არის.

არქიტექტურა, დიზაინი, ანდერგრაუნდ სტილი, თანამედროვე ხელოვნება, ყოველდღიურობა და მთლიანი კულტურა მათ შორის სასაუბრო ენაც კი აზიური ტენდენციებითა და ესთეტიკით არის გაჟღენთილი ,საინტერესოა რა გავლენას ახდენს გარეგნული იერსახე შინაგან სამყაროსა და აზროვნებაზე?

საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და აზიის გასაყარზე, სანამ პოლიტიკურად ახალგაზრდები ევროპული ფასეულობებისაკენ მიისწრაფიან, ხელოვნებაში და სტილისათვის ინსპირაციას აზიაში პოულობენ, რადგან აზიური ტენდენციები უკვე ყველგან არის გავრცელებული.საუკეთესოდ კი ამ ტრენდს ვინ შეითავსებს, თუ არა ჩვენ?

 

დიდი მადლობა Pepper Boy-ს დახმარებითვის და თანამშრომლობისთვის.

ფოტოები:  ქეთო ჯანაშია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.