fbpx

კულინარიული ფოტორეცეპტები: ავთო საყვარელიძის ჩაქაფულის რეცეპტი


გააზიარე სტატია

 

At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!

ჩვენს ახალ რუბრიკაში გთავაზობთ ავთო საყვარელიძის ჩაქაფულის რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძია 

 

ინგრედიენტები

სასურველია ბატკანი არ აღემატებოდეს 9 კილოს. ვიღებთ  9 კილოიანი ბატკნის ნახევარს..აუცილებელია იყოს სიგრძეზე გაჭრილი.რათა ყველა ბატკნის ნაწილი,მოხვდეს ჩვენ ჩაქაფულში.

ამასთან გავამზადოთ მწვანილი.

  • 1 კილო ბატკანზე ვამზადებთ:
  • 4 კონა ტარხუნას(500-600) გრამი. აუცილებელია ღეროდან განვაცალკეოთ ფოთლები.
  • 2 კონა მწვანე ხახვი(200-300) გრამი
  • 1-2 ღერო მწვანე ნიორი (100-150) გრამი
  • 1-2 კონა პიტნა(50-100) გრამი
  • 10-15 გრამი ჯანჯაფილი.
  • 1 გაწურული ნიორი

შეფის დანამატი:

  • ჯანჯაფილი 25 გ
  • 2 ტოტი როზმარინი

წვრილად დავკეპოთ დუმა და ზედმეტი ბატკნის ქონი. მოვათავსოთ გახურებულ ქვაბში(სასურველია ემალირებული).

ქონი დნობას რომ დაიწყებს,დავამატოთ ჩვენ გემოზე დამუშავებული ხორცი.მასთან ერთად,წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი.

ხორცის კარამელიზებასთან ერთად,შენიშნავთ ყავისფერ “მარგალიტებს” ეს  არის პირველი მიზანი!

ამის შემდეგ ვამატებთ ჩვენი ,მშრალი,თეთრი ღვინის 3 მეოთხედს. ღვინის შემდეგ ქვაბში მალევე ვამატებთ 1 ლიმნის წვენს და ტარხუნასავით გასუფთავებულ როზმარინს და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 40 – 50 წუთი.

ჩვენი ინგრედიენტებიდან პირველად ხორცს, 50 წუთის შემდეგ, ვუმატებთ ტყემალს და დაღერღილ წითელ წიწაკას. 15 წუთის შემდეგ ქვაბში ვამატებთ დაჭრილ მწვანილს. ერთ ჩაის ჭიქა დაჭრილ მწვანილს ბოლოსთვის ვიტოვებთ. ქვაბს ვახურავთ თავსახურს. მწვანილს რაც უფრო სქელ ფენას დავადებთ, მით უფრო კარგად ითუშება ხორცი მის ქვეშ.

10-15 წუთში დავუმატოთ მარილი, შაქარი და 0.5 ლიტრი ღვინო. დააგემოვნეთ სიცხარე და სიმლაშე როგორ შეეფერება თქვენს გემოვნებას და ამის მიხედვით დაამატეთ დაღერღილი შავი წიწაკა, მარილი და დარჩენილი მწვანილები, რომ ფერი არ შეიცვალოს და ჩვენი ჩაქაფული იყოს ხასხასა მწვანე.

გემრიელად მიირთვით!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.