fbpx

ბენკსიმ კარანტინში ყოფნისას საკუთარი სააბაზანო ხელოვნების ინსტალაციად გადააქცია


გააზიარე სტატია



ავტორი: Jessica Stewart

ვინც კარანტინშია, ყველამ იცის, რომ დროის მოსაკლავად გასართობის პოვნა საკვანძო საკითხია. სანამ ბევრს სახლიდან მუშაობა შეუძლია, რას შვრებიან ხელოვანი ადამიანები? ბენკსიმ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქუჩის მხატვარია, ამ შეკითხვას თავისი ინსტაგრამის პოსტით გასცა პასუხი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბენკსის ნამუშევრები ყველგან გვხვდებოდა – ისრაელის დასავლეთ სანაპიროდან მანჰეტენამდე – ეს ბოლო ნახატი შედარებით უფრო ინტიმურია. პატარა ვირთხები მხატვრის სააბაზანო ოთახში დარბიან. პოსტი  ბენკსიმ შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ჩემს მეუღლეს სძულს, როცა სახლიდან ვმუშაობ.” ფოტოები ბენკსის კრეატიული გონებით შექმნილ მშვენიერ სანახაობას ქმნიან.


როგორც ფოტოდან ჩანს, ამ აბეზარ ვირთხებს ბენკსის სააბაზანო ოთახში დიდი მხიარულება გაუმართავთ.  ერთ-ერთი მათგანი პირსახოცის რგოლზეა ჩამოკიდებული, თათით კი კბილის პასტას ისე აწვება, რომ შიგთავსი გადმოიღვაროს. ამ დროს მეორე ვირთხა ტუალეტის ქაღალდზე გადახტომას, მესამე კი უნიტაზის გამოყენებასაც ცდილობს, თუმცა არც ისე წარმატებით. სარკეში ვხედავთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც იმავე საქმითაა დაკავებული, რითაც ჩვენ  – კარანტინში გატარებულ დღეებს აღნიშნავს.



იუმორისტული ხასიათის გარდა ბენკსის ნამუშევარი ცხადყოფს, რომ შემოქმედებითი გონების შეჩერება შეუძლებელია. ისინი ჩაკეტილ შენობაშიც კი პოულობენ გამოსავალს. ფაქტობრივად, უამრავი ხელოვანი გვიზიარებს თავის შემოქმედებას იმ იმედით, რომ სხვებისთვის შთამაგონებლები გახდნენ.  მაგალითად, ფოტოგრაფი, რომელმაც ნამდვილი ქორწილის ნაცვლად, ლეგოს ქორწილების გადაღება დაიწყო და  ესპანელი ქუჩის მხატვარი რეჟაკი, რომელიც სთხოვს ხალხს, ფანჯრები ხელოვნების ქმნილებად  გადააქციონ.



ორიგინალი:https://mymodernmet.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.