fbpx

ამირან დოლიძის “ცხოველი” Go Short ფესტივალის ევროპული ფილმების კონკურსში მოხვდა


გააზიარე სტატია

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცხოველი” 2200 პრეტენდენტიდან 103 შერჩეულ ფილმს შორის მოხვდა და Go Short-ის მეთორმეტე ფესტივალის ევროპულ კონკურსში მონაწილეობს. 

Go Shorts, რომელიც დიდი ფესტივალებისთვის (EFA, BAFTA, OSCAR) ტალანტების პლატფორმას წარმოადგენს, წელს დაგეგმილ რეჟიმში  მსოფლიო პანდემიის გამო ვერ გაიმართა. 

"ცხოველი"

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში Pardi di Domani შედგება ქართველი რეჟისორის – ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა.„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება.ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა ლოკარნოში დაიწყო.Davit Pirtskhalava Amiran Dolidze

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Mittwoch, 17. Juli 2019

 

სანაცვლოდ, Go Short  მსურველებს სთავაზობს საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის ალტერნატიულ გზას – Go Short Online-ზე მაყურებელი შეძლებს 10 ევროდ რეგისტრაციის შემდეგ 15 აპრილიდან 13 მაისამდე ნახოს ნებისმიერი საკონკურსო ფილმი.

Millimeter Films-ში შექმნილი ფილმი “ცხოველი” მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც გარდა ყოფითი პრობლემებისა, მის გარემომცველ სამყაროში დაბუდებულ ტოტალურ დაუნდობლობას ხედავს, რის წინააღმდეგ გამკლავებასაც ის თვითონაც აკრძალული ხერხით გადაწყვეტს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.