fbpx

MIT-ის ნეირონული ქსელი ტრამპს შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით აფრთხილებს


გააზიარე სტატია


ავტორი: Victor Tangermann

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა შეძლეს ნეირონული ქსელის მოდელირება მონაცემებით, რომლებიც იანვრიდან მარტის დასაწყისამდე კორონავირუსის გავრცელებისას და სხვადასხვა ქვეყნის საკარანტინო ღონისძიებების დროს დაგროვდა.

მკვლევრების მთავარი გაფრთხილებაა, რომ ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის ზედმეტად ადრე მოხსნა ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.

“ჩვენ კიდევ ვამტკიცებთ, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქება ან შეცვლა ახლა ინფიცირებული შემთხვევების აფეთქებას გამოიწვევს და ამით ყველა იმ ღონისძიების მნიშვნელობაც დაიკარგება, რომლებიც ამერიკაში მარტის შუა რიცხვებიდან ხორციელდება”. 

მკვლევრების მოდელმა ყურადღება გაამახვილა ოთხ ადგილზე: ვუჰანი, იტალია, სამხრეთ კორეა და აშშ – რაც მთავარია, მათ კარგი სიახლეებიც აქვთ. “ჩვენი შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ იმ ქვეყნებმა, სადაც მთავრობა სწრაფად ჩაერია  და გაამკაცრა კარანტინისა და თვითიზოლაციის ზომები, წარმატებით შეაჩერეს ვირუსის გავრცელება და თავიდან აიცილეს აფეთქება”. 

ნეირონულმა ქსელმა 23 იანვარი – 3 მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, შეძლო აშშ-ს ამჟამინდელ ინფიცირებულთა მრუდის ზრდის განჭვრეტა და 20 აპრილისთვის ინფექციის გავრცელების შეჩერებაც იწინასწარმეტყველა. 

საკარანტინო ზომების შემსუბუქების შემთხვევაში საფრთხე რეალურია, მაგალითად, სინგაპურში ამ კვირაში ხელახალი შემთხვევების პიკი იყო.  

კვლევის პარალელურად პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც არ აყოვნებს და აცხადებს, რომ ამერიკა ისევ უნდა გახსნან. “ამერიკასა და ამერიკელებს ღიაობა სურთ. ეროვნული ჩაკეტილობა არ არის პრობლემის გადაჭრის მდგრადი გრძელვადიანი გამოსავალი”. 

ეპიდემიოლოგებმა იმ სტატისტიკურ მოდელში, რომელსაც თეთრი სახლის დირექტივები ემყარება, ხარვეზები დააფიქსირეს. მათი თქმით, მონაცემები არასაიმედოა და ამან შეიძლება შესაბამისი პირები შეცდომაში შეიყვანოს.  

 

ორიგინალი: https://futurism.com/ 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.