fbpx

SEPARATE.TOGETHER. – თათია ფილიევას მოკლემეტრაჟიანი ფილმი იზოლირებული ადამიანების შესახებ


გააზიარე სტატია

დღეს თათია ფილიევას ახალ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც პანდემიურ რეალობას ეხმაურება.

თათია ფილიევა:

“იმისათვის, რომ გადამელახა ის შიში და წუხილი, რომელიც დღეს ალბათ ყველა ჩვენგანშია და ასევე, ჩვენ ირგვლივ არსებული სტრესის შესამსუბუქებლად გადავწყვიტე მოკლემეტრაჟიანი ფილმის – SEPARATE. TOGETHER. (“განცალკევებით. ერთად.”) გადაღება. 

ჩემი მიზანი ადამიანების ერთობის წარმოჩენა იყო, არსებული რეალობის ხელოვნურად შემსუბუქების გარეშე.

ჩემ მიერ შედგენილი მარტივი კითხვარი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ მეგობრებს გავუგზავნე და ვთხოვე, რომ პასუხები ვიდეომიმართვის სახით ჩაეწერათ.

არსებული სიტუაციის განვითარებასთან ერთად, იცვლებოდა ჩემი კითხვებიც და ხედვაც, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ფილმი.

საბოლოოდ, როცა დავინახე, თუ რა სახით მსურდა ნარატივის წარმართვა, უფრო პერსონალურ კადრებზე გადავერთე, რათა ფილმს მეტი ბუნებრიობა შეეძინა.

ვიმედოვნებ, რომ შედეგად მივიღეთ ფილმი, რომელიც ერთგვარი ანარეკლია იმისა, რასაც დღეს უმეტესი ჩვენგანი განვიცდით”.

თათია ფილიევა დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. დაასრულა ამერიკის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მაგისტრატურა. მისი პირველი მხატვრული ფილმი – Forever 2015 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. თათიას მოკლემეტრაჟიან ფილმს, First Kiss 150 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და მიიღო “ოქროს ლომისა” და Clio-ს ჯილდოები. მისი გაგრძელება – Undress Me, რომელიც Showtime-მა Masters of Sex-თან თანამშრომლობით შექმნა, 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

თათიას Love at First Taste ბრენდ Knorr-ისთვის 2016 წლის ყველაზე პოპულარულ რეკლამად აღიარეს. თათია შეიყვანეს Adweek-ის კრეატიულ ასეულში, როგორც ერთ-ერთი “ყველაზე მაგარი, უცნაური და საყვარელი რეკლამების”  რეჟისორი. თათიას ბოლო ნამუშევრები მოიცავს ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორებიცაა Ford და Facebook, ასევე მუსიკალურ ფილმს U2-ს შესახებ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.