fbpx

პეჟაკი იწყებს მოძრაობას სახლის ფანჯრების წარმოსახვითი სილუეტის ხელოვნებად გადასაქცევად


გააზიარე სტატია

ავტორი: გრეის ებერტი

მადრიდში მდებარე საკუთარი სახლის ფანჯრებში პეჟაკმა მინიატიურული ფიგურები გააცოცხლა და პარალელურად გლობალური მოძრაობა წამოიწყო. ესპანელი მხატვრის ინიციატივამ მთელ მსოფლიოში ასობით ადამიანი შთააგონა, ახლომდებარე ორიენტირების ფონზე სხვადასხვა სილუეტის განთავსებით საკუთარი ფანჯრებიდან არსებული ხედი შეეცვალათ. ადამიანებმა სხვადასხვა კონსტრუქცია, ღობეები და ელექტროგადამცემი ხაზები სილუეტების განსათავსებლად გამოიყენეს.


პეჟაკის ინიციატივა დახურული სივრციდან ქალაქთან ინტერაქციას შთააგონებს.  ”ყოველთვის მჯეროდა, რომ თითოეულ ადამიანში მხატვარი იმალება და თუ მას გლობალური ჩაკეტილობის პირობებში შიგნიდან გამოსვლის შესაძლებლობას მივცემთ, მშვენიერ ნამუშევრებს შექმნის. მე მჯერა, რომ შემოქმედებითობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო თერაპია შფოთვასა და მოწყენილობასთან საბრძოლველად”, – ამბობს მხატვარი, რომელიც 2011 წლიდან თვითმფრინავების კვალზე და სატელეფონო ბოძებზე ფიგურებს ათავსებს.

პეჟაკმა ასევე შექმნა მარტივი ტუტორიალი (ქვემოთ მოცემულია) მათთვის, ვისაც მეტი რჩევა სჭირდება, თუ როგორ უნდა შექმნან ასეთი რეალისტური სილუეტები.  თავდაპირველად, მხატვარი, რომელსაც მუქი ტანსაცმელი აცვია, საკუთარ თავს უღებს ფოტოს და კომპიუტერის ეკრანზე ათავსებს. შემდეგ იგი ამოჭრის სილუეტს და ამაგრებს ფანჯარაზე. სილუეტი  იდეალურად უნდა ერწყმოდეს ფანჯარაში არსებულ ხედს. მთელი ეშმაკობა იმაშია, რომ უნდა მოვძებნოთ გზები, რათა ჩვეულებრივი ფანჯარა ცოცხალ სცენად გადაიქცეს.

მოინახულეთ პეჟაკის ინსტაგრამის გვერდი , რათა ყურადღებით დაათვალიეროთ ნამუშევრები, რომლებშიც მონაწილეობენ ხილის მკრეფავი ბავშვები, ნახოთ  ელექტროგადამცემებზე მოწყობილი “ამერიკული მთები” და ასეულობით სხვა ნამუშევარი.

 


ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.