fbpx

ქეით ბლანშეტის ახალი როლი და ორი ახალი სერიალი, რომლებსაც მალე იხილავთ – ჰოლივუდის ამბები


გააზიარე სტატია


ქეით ბლანშეტი უინძორის ჰერცოგინიას როლს შეასრულებს

ლეგენდარული ავსტრალიელი მსახიობი, ორი ოსკარის მფლობელი ქეით ბლანშეტი ახალი როლის მოსარგებად ემზადება. მსახიობი ახალ კინოსურათში უოლის სიმფსონს განასახიერებს. 

უოლის სიმფსონი იყო  ქალი, რომელიც ბრიტანეთის მეფეს, ედვარდ მერვეს ცოლად გაჰყვა და საბოლოოდ ის გახდა მიზეზი, რის გამოც მეფემ გაერთიანებული სამეფოს ტახტზე უარი თქვა. 

სწორედ ედვარდის უარის შემდეგ მიიღო გვირგვინი მისმა ძმამ ჯორჯ VI-მ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტახტი დედოფალმა ელიზაბეტმა დაიკავა. 

ემ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება ფილმის რეჟისორი და როდის დაიწყება გადაღებები. 

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ქეითის მონაწილეობით ახალი სერიალი “მისის ამერიკა” გამოვიდა. რეალურ ამბებზე დაფუძნებულ შოუში ბლანშეტის პარტნიორები სარა პოლსონი, უზუ ადუბა, როუზ ბირნი, მარგო მარტინდეილი და სხვა ვარსკვლავები არიან. 

 

რაიან მერფის ახალი სერიალის პირველი ტრეილერი გავრცელდა

Hollywood – ასე ჰქვია რაიან მერფის ახალ სერიალს, რომელსაც ავტორი ნეტფლიქსთან გაფორმებული $500-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში შექმნის. 

სერიალის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჰოლივუდზეა, ეპოქაზე, როდესაც ამერიკული კინო სულ უფრო დიდ მწვერვალებს იპყრობს, თუმცა ამ შემთხვევაში რაიან მერფი ისტორიულ ფაქტებს არ მიჰყვება და მის თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. 

კერძოდ, ნეტფლიქსის ახალ შოუში ვიხილავთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, კინოსტუდიის დირექტორი იქნებოდა ქალი, რეჟისორი შავკანიანი ან გეი და ა.შ. 

სერიალში მთავარ როლებს დარენ კრისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ჰოლივუდის ორი ლეგენდა ჰოლანდ ტეილორი და პეტი ლუპონი ასრულებენ. 

 

The Shining-ის მიხედვით სპინოფ სერიალს გადაიღებენ

1980 წელს რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა სტივენ კინგის გახმაურებული წიგნის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო ფილმი The Shining გადაიღო. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ისეთი საკულტო სერიალების ავტორი, როგორებიცაა Lost, Westworld და ა.შ. ჯეი ჯეი აბრამსი აპირებს იმ საზარელ ისტორიაზე, რომელიც სასტუმროში ვითარდება, სპინოფ სერიალი გადაიღოს. 

Overlook – ასე ერქმევა ახალ შოუს და ამ შემთხვევაში მოგვითხრობს ისტორიას იმაზე, თუ რა ხდებოდა ცნობილ სასტუმროში იქამდე, სანამ იქ ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი პერსონაჟი და მისი ოჯახი დაბინავდებოდა. 

 

კირა ნაითლიმ კბილებით The Beatles-ის Yesterday შეასრულა 

“კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავმა კირა ნაითლიმ გადაწყვიტა ჯანდაცვის მსოფლიო დღეს, რომელიც წელს ჰეშთეგით #HopeFromHome აღინიშნება, სახლიდან შეერთებოდა. 

წითელი ცხვირების დღის საქველმოქმედო ორგანიზაციის გვერდის დახმარებით კი მსახიობმა ჩვენთვის აქამდე უცნობი მისი ახალი ტალანტი გაგვიზიარა. 

ეს ტალანტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, კბილებზე დაკვრაა. ნაითლი ვიდეოში The Beatles-ის Yesterday-ს ასრულებს და  კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს სახლში დარჩენისკენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.