fbpx

სად იმზადებენ თავშესაფარს აპოკალიფსის მომლოდინე სილიკონ ველის მილიარდერები – Business Insider


გააზიარე სტატია


მილიარდერები პანდემიის დროს უაიჰეკეს შუაგულში, “ახალი ზელანდიის ჰამპტონში”, მილიარდერები თავიანთ სასახლეებში ატარებენ დროს

ავტორი: Hillary Hoffower

 

კუნძული ახალ ზელანდიაში, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს, მდიდრებისთვის თავშესაქცევ, მაღალი კლასის ადგილს წარმოადგენს. კუნძულზე შვებულებას მრავალი მილიარდერი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეებში ატარებს და გასაოცარი პეიზაჟებით ტკბება.

უაიჰეკე პოპულარული არ არის მხოლოდ ახალ ზელანდიელთა შორის. მდიდარ ამერიკელებს ასევე იზიდავთ კუნძულის შთამბეჭდავი ბორცვები და გრძელი სანაპიროები, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც ეს კუნძული შედის.

სილიკონ ველის უმდიდრესმა მაგნატებმა ახალი ზელანდია აპოკალიპსისთვის სარეზერვო თავშესაფრად გადააქციეს. ახლა ზოგიერთი მათგანი ამ გეგმებს რეალობად აქცევს და კორონავირუსის პანდემიისგან თავის ასარიდებლად ახალი ზელანდიისკენ მიეშურება. Business Insider-ის მიხედვით, თებერვლიდან მოყოლებული აშშ-დან ახალ ზელანდიაში 16 კერძო თვითმფრინავი ჩაფრინდა. აქედან ზოგიერთი თავშესაფარს სწორედ უაიჰეკეში პოულობს. 

ვნახოთ, როგორ გამოიყურება და რით იზიდავს ეს კუნძული მსოფლიოს მოვლენებისგან თავშესაფრის მაძიებელ მილიარდერებს.

ნიკოლას კარლსონმა, Business Insider-იდან, მას “დედამიწის ძირში არსებული სამოთხე” უწოდა.

ოკლენდში დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კარლსონმა ქალაქი სიეტლს შეადარა.

“ადამიანებს სურთ, რომ ყოველდღიურ რუტინას თავი დააღწიონ, ეს არის ცხოვრების ნელი ტემპი,” – განაცხადა უძრავი ქონების აგენტმა New Zealand Herald-თან საუბრისას.

“კიდევ სად შეგიძლიათ იპოვოთ ლამაზი, უკაცრიელი სანაპიროები, მსოფლიო დონის ღვინის ქარხნებითა და რესტორნებით, რომელსაც მხოლოდ ნახევარი საათი აშორებს ქალაქის ცენტრს? ბოჰემური ფესვებითა და დამამშვიდებელი ხიბლით კუნძული ავთენტური და უპრეტენზიოა, რაც თანამედროვე სამყაროს ახალ სუნთქვას შთაბერავს,” – განუცხადა Vogue-ს Oyster Inn-ის მფლობელმა ენდრიუ გლენმა, გაერთიანებული სამეფოს ლუი ვიტონის კომუნიკაციების ყოფილმა  დირექტორმა.

მისი თქმით, კუნძულზე უამრავი მდიდარი და ცნობილი ადამიანია, ვისაც სურს უსაფრთხოდ იყოს.

ძვირად ღირებული უძრავი ქონების აგენტმა გრეჰემ უოლმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მან ათეულობით ზარი მიიღო ამერიკელებისგან, რომლებსაც  კუნძულზე ქონების შეძენა სურდათ.

ამ ბუნკერებიდან ყველაზე ძვირი 8 მილიარდი დოლარი ღირდა, იტყობინება იზობელ ეშერ ჰამილტონი, Business Insider-იდან.

“აპოკალიპსის შიშით მილიარდერებისთვის აშშ-დან  ახალ ზელანდიაში გაქცევა პოპულარული სარეზერვო გეგმაა,” – წერდნენ პეტერსონი და ვანგი.

ამ ყველაფრის მიზეზი ისიცაა, რომ ახალმა ზელანდიამ ადრეული შეზღუდვებით კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება მოახერხა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი კვირით ადრე ახალმა ზელანდიამ მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესა,  იტყობინება Business Insider-იდან როზი პერპერი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული ეროვნული ძალისხმევა, საზოგადოების ნორმების დაცვა და ტესტირების ფართო შესაძლებლობა ახალ ზელანდიას დაეხმარა ინფექციის ტალღასთან გამკლავებაში. 

“ახალი ზელანდიის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ მაღალი დონის სამეცნიერო ექსპერტების წვლილი პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ამავე დროს ქვეყანას კომუნიკაბელური პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელსაც საზოგადოება ენდობა,” – თქვა ნიკ ვილსონმა, ოტაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა.

მოლოიმ თქვა, რომ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა 12 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ააშენა, რომელსაც “საჰაერო გვირაბი” აქვს.

ეს იმაზე სამჯერ ნაკლებია, ვიდრე სან-ფრანცისკოში მათი ოროთახიანი ბინის თვიური ღირებულება. მან და მისმა ცოლმა კუნძული მისი რეპუტაციის გამო აირჩიეს. 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.