fbpx

როგორ უნდა აღადგინოს ფუნქციონირება ბიზნესმა უსაფრთხო გზით?


გააზიარე სტატია


ბიზნესის მფლობელები – მინიმუმ ისინი მაინც, ვინც პანდემიას გადაურჩება – ყველაზე უსაფრთხო გზას ეძებენ, რომ ფუნქციონირება განაგრძონ. 

საცალი ვაჭრობის წარმომადგენლები, რომლებიც პანდემიის დროს ღია დარჩნენ, მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა ზომებს იღებენ: მაღაზიაში მყიდველების რაოდენობის შემცირება, ცალმხრივი ტრეფიკისთვის სასიარულო ნიშნების დანიშვნა და მომხმარებლებსა და დასაქმებულებს შორის დანაყოფების განთავსება. მაშინ, როდესაც სხვა ბიზნესებიც ემზადებიან გასახსნელად, უმეტესობა ეცდება დასაქმებულებისთვისაც უზრუნველყოს უსაფრთხოება. 

 თავდაცვის პირველი ეტაპი დაავადებული პერსონალის სახლში დარჩენაა. Tiesta Tea ჩაის როგორც მაღაზიაში, ასევე ონლაინ ყიდის, მენეჯერები კი თანამშრომლების ტემპერატურას ამოწმებენ სამუშაო საათების დაწყებამდე. ჯანმრთელ პერსონალს აძლევენ სანიტარიზაციისთვის საჭირო აღჭურვილობას, რათა თავიანთი სამუშაო სივრცე დაასუფთაონ. 

თანამშრომლები ხელთათმანებსა და ნიღბებს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. კომპანიის თანადამფუძნებლებმა პეტრიკ ტენუსმა და დენ კლეინმა დასაქმებულებს განუცხადეს, რომ თუ თავს ავად გრძნობენ, შეუძლიათ სახლში დარჩნენ და ანაზღაურებას მაინც მიიღებენ. 

“ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ მხარდაჭერას ვუცხადებთ. უნდა იცოდნენ, რომ სახლში დარჩენა ნორმალურია, ანაზღაურებას მიიღებენ და ჩვენ გავაკეთებთ საქმეს. არავის სურს, რომ ავადმყოფი თანამშრომელი აიძულოს იმუშაოს, რადგან ეს პრობლემებს წარმოშობს”, – განაცხადა კლეინმა. 

 ფანჯრების მწარმოებელმა კომპანიამ Indow ოფისში კარის სახელურები კაუჭებით ჩაანაცვლა, შესაბამისად, თანამშრომლები მკლავებით გააღებენ კარს. სტაფმა ფერადი სტიკერებიც დააკრა ყველაზე ხშირად გამოყენებულ არეებზე, მაგალითად, შუქის ჩამრთველებზე, რათა ცნობიერება აამაღლონ ამ ადგილების შესახებ. თითოეულ თანამშრომელს თავისი განრიგი აქვს, როდესაც ეს ზედაპირები უნდა გაწმინდოს.  

 დიდი კომპანიები უსაფრთხოების უფრო მეტ ზომებს მიმართავენ. ამაზონმა ე.წ. “ფეხზე მდგომი” შეხვედრები გააუქმა. ის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელთაც თანამშრომლები უწინ პირისპირი კავშირით იღებდნენ, ახლა ბიულეტენების დაფებით, შესვენების გადაადგილებული გრაფიკითა და დასვენების ოთახებში სკამების გაშლით ჩანაცვლდა.  

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებში არ არსებობს პანდემიისთვის შექმნილი წესების კრებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადმინისტრაციამ (OSHA) ბოლო რამდენიმე კვირაში Covid-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები გასცა: 

 

  • არ გამოიყენონ თანამშრომლებმა ერთმანეთის მობილურები, სამუშაო მაგიდები და სხვა აღჭურვილობა.  
  • დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელსახოცებით, ხელის საპნით, ალკოჰოლზე დამზადებული (მინიმუმ 60%) სადეზინფექციო საშუალებებით და ერთჯერადი პირსახოცებით, რათა თავიანთი სამუშაო მაგიდა გაწმინდონ.  
  • დააყენეთ ჰაერის მაღალი ეფექტურობის ფილტრები და ვენტილაცია. 
  •  შეიმუშავეთ გეგმა, რათა დაუყოვნებლივ მოახდინოთ იმ თანამშრომლებისა და მომხმარებლების იზოლირება, რომლებიც თქვენს სამუშაო სივრცეში ავად გახდებიან.
  • შექმენით დამატებითი სივრცე მომხმარებლებისთვის, საცალო მოვაჭრეებს შეუძლიათ ე.წ.  დრაივის (პროდუქციის მანქანით მიწოდების) დანერგვა.
  • პირისპირი საუბარი ჩაანაცვლეთ მობილური ზარებით ან სხვა ფორმის კომუნიკაციით იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. 
  • შექმენით ალტერნატიული სამუშაო დღეები ან დამატებითი განაკვეთები, რათა შეამციროთ კონკრეტული დროის განმავლობაში სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა რაოდენობა. 
  • შეწყვიტეთ არასაჭირო მოგზაურობა იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსია. 

 

ორიგინალი: https://www.inc.com/k

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.