fbpx

თვითნასწავლმა კერამიკოსმა თაკო ნოდიამ ორიგინალური კერამიკული პირბადეები შექმნა


გააზიარე სტატია

კორონავირუსის პანდემიისას ქართულ სახელოვნებო სივრცეში არაერთი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. ბევრის ინსპირაციად ის აუცილებელი დამცავი აქსესუარებიც იქცა, რომელიც ჩვენი ბოლოდროინდელი ყოველდღიურობის მთავარი ნაწილი გახდა.

კერამიკულ სახელოსნო “რედში” თვითნასწავლმა კერამიკოსმა თაკო ნოდიამ ორიგინალური თიხის პირბადეები შექმნა.

კერამიკული სახელოსნო “რედი” თაკომ ნატა გიგინეიშვილთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. მათი შექმნილია კერამიკის აბრები რუსთაველის გამზირზე, ვეფხისტყაოსნის აფორიზმებით. გაზაფხულზე გამოფენის გაკეთებასაც გეგმავდნენ, თუმცა… საყოველთაო იზოლაციის გამო თაკომ ამჯერად თავისი ნამუშევრები მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოფინა.

თაკო ნოდია: 

საერთოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ადამიანები უკეთესები გავხდეთ,

პოზიტიურად დავინახოთ მოცემულობები,

და იუმორი ძალიან მეხმარება ესეთ დროს.

კრიზისები შემიყვარდა ამ პერიოდის მანძილზე, ძალიან ბევრჯერ მეგონა, რომ სახელოსნოს დახურვა მომიწევდა, მაგრამ გამოსავალი ჩნდებოდა და კორონამდე ასე მოვაღწიეთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.