fbpx

ვეს ანდერსონისა და მიაზაკის ფილმებისგან შექმნილი უფასო გასაფერადებლები – ამობეჭდეთ და აფერადეთ!


გააზიარე სტატია

ავტორი: Sara Barnes 

 

შემოქმედებითი ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვეხმარებიან, რომ სოციალური დისტანციის პირობებში  გამოთავისუფლებული  დრო საინტერესოდ გამოვიყენოთ. შემოთავაზებულ მეთოდთაგან  ერთ-ერთი არა მხოლოდ სახალისო, არამედ სასიამოვნოცაა. ხელოვანები  გასაფერადებელ ფურცლებზე არსებული სივრცეების მონდომებით შევსებას უფასოდ გვთავაზობენ. 

ჯორდან ბოლტონმა, რომელიც მინიატიურული ნივთებისგან ფილმების პოსტერების შექმნით არის ცნობილი, ცოტა ხნის წინ გასაფერადებელი ფურცლების საკუთარი ნაკრები შემოგვთავაზა, რომელიც  ვეს ანდერსონისა და ჰაიაო მიაძაკის  ფილმებით არის შთაგონებული.



ბოლტონის ნამუშევრებში ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე. იგი იღებს კონკრეტულ საგანებს, მაგალითად,  წითელი ქუდს ფილმიდან “ცხოვრება წყალქვეშ” ან ნიღაბს ანიმედან “მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” და მათ ქაღალდისა და თიხის გამოყენებით ხელახლა ქმნის. 

ხელოვანი შემდეგ ამ ნივთების დახმარებით სასიამოვნო კომპოზიციას აწყობს. პოსტერზე საგანი დამოუკიდებლად, მაგრამ დიდი გაერთიანების ნაწილად არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას გვაძლევს გულდასმით შევისწავლოთ თითოეული ელემენტი და ვიფიქროთ მათ როლზე ფილმში.

უფასო ამოსაბეჭდი გასაფერადებელი ფურცლები ბოლტონის კომპოზიციების მონაზახია. ყოველი გვერდის ზედა ნაწილში ბოლტონი გვთავაზობს ფერებს, რომლებიც თავდაპირველი დიზაინის  ორიგინალს შეესაბამება. ამასთან,  თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ფილმებისთვის საკუთარი პალიტრა აირჩიოთ ან მისი და თქვენი არჩევანი გააერთიანოთ.

ბოლტონს უამრავი გასაფერადებელი ფურცელი აქვს, ესტუმრეთ მის საჯარო Google Docs-ის საქაღალდეს,  ჩამოტვირთეთ და შეუდექით მუშაობას.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.