fbpx

თათია ფილიევას ახალ ფილმში Sex and the City-ის ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ითამაშებს


გააზიარე სტატია

 

ქართველი რეჟისორის, თათია ფილიევას ახალ ფილმში ამერიკელი მსახიობი, HBO-ს საკულტო სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად რეჟისორმა მთავარი არხის დილის გადაცემაში “შენი დილა” გააჟღერა.

რეჟისორის თქმით, მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი ფემინისტური კომედიის ჟანრისაა, თუმცა დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. თათია ფილიევა იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ხელს არ შეუშლის მის სამომავლო გეგმებს. 

რეჟისორს მაყურებელი ძირითადად მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით იცნობს, მათ შორის არის First Kiss, რომელსაც Youtube-ზე უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თათია ფილიევას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია Separated. Together. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.