fbpx

ამბები კათარზისიდან


გააზიარე სტატია

Covid-19-ის პანდემიის პირობებში ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. დაინტერესდით, როგორ ცხოვრობენ, როგორ იკვებებიან ან რას აკეთებენ ის ადამიანები, ვისთვისაც ყოველდღიურობის ნათელ წერტილს კათარზისში სტუმრობა, გემრიელად სადილობა და მეგობრების ნახვა წარმოადგენდა? ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით  Glovo-ს სუპერგმირმა კურიერებმა თვეზე მეტია უკვე ზუსტად იციან: რამდენი ბენეფიციარი ჰყავს კათარზისს, როგორია მათი კვების რაციონი, რას მიირთმევენ ორშაბათსა და ოთხშაბათს, რას – დანარჩენ კვირის დღეებში, სად ცხოვრობენ და რა გზას გადიოდნენ ყოველდღიურად.

 

ამბები კათარზისიდან

🎬 ნახAT ამბები კათარზისიდან: ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით Glovo-ს სუპერგმირმა კურიერებმა თვეზე მეტია უკვე ზუსტად იციან: რამდენი ბენეფიციარი ჰყავს კათარზისს, როგორია მათი კვების რაციონი, რას მიირთმევენ, სად ცხოვრობენ და რა გზას გადიოდნენ ყოველდღიურად 💛

Gepostet von AT.ge am Samstag, 25. April 2020

 

მიზეზი კი ისაა, რომ ამ გამოწვევებითა და განცდებით სავსე პერიოდში Glovo და Visa გაერთიადნენ, რათა მოხუცებს – მათ ვისაც სახლში დარჩენა და ჩვენი მზრუნველობა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – თვითიზოლაცია შეუმსუბუქონ და  გარეთ გასვლის აუცილებლობა თავიდან აარიდონ.  ყოველ ჯერზე, როცა Glovo-ს შეკვეთას Visa ბარათით გადავიხდით, Visa უზრუნველყოფს საკურიერო მომსახურების საფასურს კათარზისის ბენეფიციარებისთვის, რათა საკვები თავიანთ სახლებში მიეწოდოთ.

 

„ომის პერიოდი მწარედ მახსენდება. დღე და ღამე ვლოცულობ, ღმერთს ვევედრები ყველაფერმა მშვიდად ჩაიროს. არ მინდა ახლანდელი დრო უფრო მწარე აღმოჩნდეს. 3 მეგობარიღა შემომრჩა, სამივეს კათარზისში ვხვდები. გარეთ გასვლა კიდე არ შეიძლებაო, მოერიდეთო. ამ დროს კიდე განა ბედის საჩუქარი არაა? ამ ახალგაზრდა გოგო- ბიჭების დახმარებით გარეთ გასვლა რომ აღარ მიწევს. მოიკიდებენ უშველებელ ყვითელ ჩანთებს და მომადგებიან კარზე. გულს მიხარებენ ყოველდღე. არ ვიცი, რით დავიმსახურე. მართლა ბედის საჩუქარია, ალბათ.  იმედი მაქ, დროებით ხდება ასე. არ მინდა სიცოცხლე ისე გამელიოს, რომ კიდევ ერთხელ ვერ შევავლო თვალი თბილისის ქუჩებს და კიდე ჩემს მეგობრებს.“ – ვალიკო, 83 წლის.

 

„ათზე მეტი წელია ისანში ვცხოვრობ. აქედან სამი წელია, რაც კათარზისს ყოველდღიურად ვსტუმრობ. კარგ ამინდებში ფეხით დავდივარ ხოლმე, მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ მაქ. 87 შემისრულმა წინა თვეში. ჯერ კიდე მინდა ცოტა ხნით ქვეყნად სიარული და რაი ვქნა. გული არ ბერდებაო რო ამბობდნენ, არა მჯერავდა, არადა მართალი ყოფილა, ახლა კიდე, ამ რთულ ვითარებაში ეს ახალგაზრდა ბიჭები მხსნელად გამომიგზავნა ღმერთმა. მადლობა. მადლობა. “ – თინა, 87  წლის.

 

„ტვინი დამეღალა ამდენი ფიქრისგან, მეთიშება. პატარა გოგო ხომ აღარ ვარ, ჩემი ასაკის ქვა არ აგდია მთელ თბილისში. ბავშვობაში გვიჭირდა მახსოვს. იყო დღეები ჩაიზე და ხმელა პურზე გადავატარებით, არც ფქვილი გვქონდა, არც ზეთი, არც შაქარი, თითქმის არაფერი.  ახლა კაი დრო მქონდა, ყოველდღე თბილი საჭმელი იყო, მაგრამ გარეთ არ შეიძლება, ახალი ვირულის გამო, მკვლელიაო. მეშინია მეც.  არ ვიცი, ვინ რა მოიმოქმედა, მაგრამ საჭმელი ღვთის ნებით არ მაკლია, ახალგაზრდა ბიჭები მოდიან ჩემთან, მოდიან და რაც შეუძლიათ, მოაქვთ. სახლში მიწყობენ ნამდვილ კათარზისს.  თავს მხნედ მაგრძნობინებენ. მადლობელი ვარ. დიდხანს იცოცხლონ.“ – ლალი, 74 წლის.

 

ასე ახასიათებენ შეცვლილ ყოველდღიურობას კათარზისის ბენეფიციარები. 

შეგახსენებთ, რომ Glovo-ს შეკვეთის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, Visa საკურიერო მომსახურების საფასურს  სრულად დაფარავს კათარზისის ბენეფიციარებისთვის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.