fbpx

ჩინეთში ახალი საფეხბურთო სტადიონი შენდება, რომელიც ტევადობით კამპ ნოუს აჯობებს


გააზიარე სტატია

 

უზარმაზარი, ლოტოსის ფორმის სტადიონი ჩინეთის ჩემპიონი  გუნდისთვის – Guangzhou Evergrande-სთვის შენდება. გუნდს ჩინეთის 8 სუპერლიგა და AFC-ს 2 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სტადიონი 100 000 სავარძელს დაიტევს და საერთო  ფართობი 150 000 კვადრატული მეტრი იქნება. ჩინეთმა განაცხადა, რომ სტადიონის ტევადობა  საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონს, “კამპ ნოუს” გადააჭარბებს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია.  მშენებლობა  გასულ კვირას ქალაქ Guangzhou-ში დაიწყო.

 

სტადიონის მშენებლობაში უძრავი ქონების კომპანია Evergrande Group  $1.7 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს.

ეს კომპანია ასევე საფეხბურთო კლუბ Guangzhou Evergrande-ს მფლობელია. Evergrande Group-ის პრეზიდენტმა ხია ჰაიჯუნიმ განაცხადა, რომ სტადიონი სავარაუდოდ, 2022 წლის დეკემბერში იქნება მზად. მისი თქმით, ისინი ჩინეთში კიდევ სამ ან ხუთ მაღალი დონის პროფესიონალურ საფეხბურთო სტადიონს ააშენებენ, რომელთა ტევადობა 80 000-დან 100 000-მდე იქნება.

ჩინეთი 2021 წლის ფიფას  მსოფლიო თასისა და 2023 წლის აზიის ჩემპიონატებს მასპინძლობს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის “გლობალური საფეხბურთო ელექტროსადგური” გახდება. ამ სტადიონის მშენებლობა იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში დაიხურა  სტადიონები. კორონავირუსი ვუჰანში (ჩინეთი) წარმოიშვა, რომელმაც 2,7 მილიონზე მეტი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და  190 000-ზე მეტი დაიღუპა. ჩინეთში ინფიცირების 83 000-ზე მეტი შემთხვევა და 4600 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. Guangzhou ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია გუანგდონგის პროვინციაში, რომელშიც 23 აპრილის მონაცემებით 1500 ინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული.

პანდემიამ მსოფლიოს დიდ სპორტულ მოვლენებზეც იქონია გავლენა, რადგან ქვეყნებმა სოციალური დისტანცირების ზომები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2020 წლის ოლიმპიადა 2021 წლის ივლისი-აგვისტომდე გადადო. ასევე გადაიდო რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ღონისძიება, მათ შორისაა კოპა ამერიკა და აზიის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩები.

 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.