fbpx

ედვარდ ჰოპერის მიერ შთაგონებული ნახატები, რომლებიც თანამედროვე ქალაქის ღამის ცხოვრებას გვიჩვენებს


გააზიარე სტატია


ავტორი: Margherita Cole


მხატვარი კეიტა მორიმოტო მივიწყებული ღამის ცხოვრების სილამაზეს  “სინათლის ბაღის” სერიაში ასახავს. მიმზიდველი ნახატები კალეიდოსკოპური ფერებითაა შთაგონებული, რომლებიც სიბნელეში ჩნდებიან. “ჩემი ბოლოდროინდელი ინტერესი იმის გარკვევა იყო, არის თუ არა შესაძლებელი ურბანული სივრცის აღქმა ისეთი ფიგურების გამოყენებით, რომლებიც ქალაქის განათების  ფერებს აირეკლავენ და ამავდროულად, მისი მოსახლეობის შეგრძნებებს ასახავენ”, – განმარტავს მორიმოტო.

მხატვარს განსაკუთრებით იზიდავს იდუმალებისა და სიმშვიდის განცდა,  რომელიც საღამოს მოაქვს და ამ ყველაფერს  თავისი ენიგმატური ფიგურების სცენად იყენებს.  ”თითოეული ფიგურა ქალაქის სივრცეს ერწყმის და მეჩვენება, რომ ისინი როგორც ამბივალენტურობას, ასევე სიმშვიდეს გამოხატავენ”, – წერს მორიმოტო. 

განსაცვიფრებელი 6-მეტრიანი ტრიპტიხი ტორონტოს ხედებით გვიჩვენებს ქალაქს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ეს ყოვლისმომცველი ხედი ამ სერიის საფუძველს ქმნის, დანარჩენი ნახატები კი უფრო პირადულ სცენებსა და პორტრეტებს ასახავს. მათ შორისაა რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც ედუარდ ჰოპერის შედევრის, “ღამის მტაცებლების” შთაგონებითაა შექმნილი. მაგალითად, მორიმოტოს Night Gazers ჰოპერის ნახატს  პირდაპირ იმოწმებს და გვიჩვენებს სასურსათო მაღაზიის წინ მდგომ სამ პირს, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ მიზანსა და მოწყენილობას. 

დაათვალიერეთ მორიმოტოს ნახატები და გამოიწერეთ მხატვრის Instagram-ის ანგარიში, რათა ნახოთ მისი უახლესი ნამუშევრები.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.