fbpx

როგორი იქნება თვითმფრინავის სავარძლები კორონავირუსის შემდეგ პერიოდში


გააზიარე სტატია


ავტორი: Yaron Steinbuch

 

პოსტკორონავირუსის ეპოქაში ავიაკომპანიების მგზავრებს შესაძლოა ფრენა ადგილების ახალი კონფიგურაციით მოუწიოთ, რაც ვირუსების გავრცელებას ხელს შეუშლის. 

იტალიელმა მწარმოებელმა Aviointeriors-მა  სავარძლების ორი კონცეფცია შეიმუშავა: Glassafe  გულისხმობს სავარძლებს გამჭვირვალე “ფარდებით” და Janus, როცა  ადგილების მიმართულება ერთმანეთს რიგრიგობით ენაცვლება სახით წინ და უკან, რომელთა შორისაც ფარებია.


Glassafe გამჭვირვალე მასალისგან არის დამზადებული, რათა მთელი სალონი ჰარმონიული და ესთეტიკური იყოს. ამავე დროს, მგზავრის გარშემო იზოლირებული სივრცის შესაქმნას და მგზავრებს შორის ინტერაქციის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება”, – აცხადებენ Aviointeriors-ში.

Glassafe  სავარძლების მარტივად ინსტალაციისა და მოხსნის საშუალებას იძლევა. ფარი კი ისეთი ფორმითაა დამაგრებული, რომ მგზავრს მაგიდის, ჟურნალის, ჯიბეების, ქურთუკის საკიდებისა და სხვა აქსესუარებით სარგებლობისას ხელი არ შეეშალოს.

Glassafe შესაძლებელია დამზადდეს გაუმჭვირვალე ან  სხვადასხვა ხარისხის გამჭვირვალობის მქონე მასალით,  რომელთა გაწმენდაც ძალიან ადვილია”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

Janus, რომელიც რომაული ღმერთის შთაგონებით არის შექმნილი, იძლევა სამი მგზავრის გამიჯვნის საშუალებას გამჭვირვალე მასალისგან დამზადებული ფარით. ფარები უზრუნველყოფს მგზავრების ერთმანეთისგან იზოლირებას და ყველასთვის დამცავ ბარიერს ქმნის. თითოეულ მგზავრს აქვს საკუთარი სივრცე, რომელიც იზოლირებული სხვებისგან”, – განმარტეს კომპანიაში.

ისმის კითხვები, შეაფერხებს თუ არა სავარძლების ამგვარი განლაგება სტიუარდესებს საკვების გადაცემის დროს, ან  სირთულე ხომ არ  წარმოიქმნება ევაკუაციის შემთხვევაში, მაგრამ ეს პრობლემა შესაძლოა გადაიჭრას რიგების უფრო დიდი დაშორებით,  რაც ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის ფეხების დასადებად მეტი ადგილის გამოთავისუფლებას. 

კომპანიამ უკვე დააპატენტა ორივე დიზაინი და განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს წარმოება. 

ორიგინალი: https://nypost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.