fbpx

აშშ-ის ოთხ ციხეში 3300 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 96%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდა


გააზიარე სტატია


ავტორები: Linda So, Grant Smith

როდესაც ოჰაიოს ციხეებში ახალი კოროვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა, პასუხისმგებელ დირექტორს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მოჩვენებას ებრძოდა.

“ჩვენ არ შეგვეძლო ზუსტად განგვესაზღვრა,  საიდან მოდიოდა ესა თუ ის ახალი შემთხვევა,” – თქვა ანეტ ჩამბერს-სმიტმა, ოჰაიოს რეაბილიტაციისა და კორექციის განყოფილების დირექტორმა. ვირუსის გავრცელების შემდეგ მათ მასობრივი ტესტირება დაიწყეს.

ტესტირება  მარიონის გამოსასწორებელი დაწესებულებიდან დაიწყო, სადაც 2500 პატიმარი იმყოფებოდა. მათგან ბევრს სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდა. ტესტირების შემდეგ  2300 მსჯავრდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის შემთხვევების 95% უსიმპტომო იყო.

“ამ შედეგმა ძალიან გაგვაოცა”, – აღნიშნა ჩამბერს-სმიტმა, რომელიც შტატების 28 გამოსასწორებელ დაწესებულებას კურირებს.


მასობრივი ტესტირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატიმრების უმრავლესობას  სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ოთხი შტატის – არკანზასის, ჩრდილოეთ კაროლინას, ოჰაიოსა და ვირჯინიის ციხეებში – 3277პატიმრიდან, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,  96% უსიმპტომო იყო.

ეს რიცხვი უახლესი მტკიცებულებაა იმისა, რომ უსიმპტომო ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არიან არა მხოლოდ სახელმწიფო ციხეებში, სადაც 1.3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს მონაცემები ასევე ამყარებს კითხვებს იმის თაობაზე, აჩვენებს თუ არა ვირუსის გავრცელების რეალურ სურათს მხოლოდ საეჭვო შემთხვევების ტესტირება.

”ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ბევრი დაუდასტურებელი შემთხვევა გვაქვს. კორონავირუსით ინფიცირება  სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამად არის აღრიცხული, რამდენადაც  მასობრივი ტესტირება არ ჩატარებულა”, – განაცხადა დოქტორმა ლეანა ვენმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა.

მკვლევრების აზრით, ტესტირების შედეგად გამოვლენილ ინფიცირებულ, მაგრამ  უსიმპტომო ადამიანებს, შესაძლოა სიმპტომები მოგვიანებით გამოუვლინდეთ. 

ორიგინალი: https://www.reuters.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.