fbpx

გაიცანით 77 წლის იაპონელი მხატვარი, რომელიც Excel-ში ლანდშაფტებს ხატავს


გააზიარე სტატია



ავტორი: Christopher Jobson

უკვე 15 წელზე მეტია, რაც იაპონელი მხატვარი ტაცუო ჰორიუჩი მთების, ალუბლის ყვავილობისა და ტყეების პეიზაჟებს Microsoft Excel-ში ქმნის. 77 წლის ილუსტრატორმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ძვირად ღირებულ მასალაზე და განაცხადა, რომ Microsoft Paint-ს ექსელს ამჯობინებს, რადგან ამ უკანასკნელს “მეტი ფუნქცია აქვს და მასში მუშაობა ძალიან მარტივია”.  

ვექტორული ხატვის ხელსაწყოების გამოყენებით, გრაფიკებისა და მარტივი გამოსახულებების ნაცვლად, ჰორიუჩიმ იაპონური სოფლის ცხოვრებიდან პანორამული სცენები დახატა.

Great Big Story ახლახან ესტუმრა მხატვარს, რათა პატარა ინტერვიუ ჩაეწერა და ენახა, თუ როგორ მუშაობს იგი ექსელში. თუ თქვენ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ ამ ყველაფერში, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მისი ორი ადრეული ნამუშევარი და დეტალურად შეისწავლოთ:

Cherry Blossoms at Jogo Castle (2006)

Kegon Falls (2007)

მხატვრის სხვა ნამუშევრების ნახვა  მის  ვებგვერდზე შეგიძლიათ.



ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.