fbpx

სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსი” უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უსასყიდლოდ დააზღვევს


გააზიარე სტატია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ბევრი ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა დარჩენილიყო  ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ის მოქალაქე,  რომელიც  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ამ ეტაპზე ვეღარ სარგებლობენ სამოგზაურო დაზღვევით,  სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსის” ერთთვიანი სადაზღვევო პოლისებით ისარგებლებენ.

აღნიშნული პოლისები მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ. 

სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ითვალისწინებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდში დადგენილი გეოგრაფიული არეალის ფარგლებში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევების დაფარვას.

„მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, შეგახსენებთ, რომ “ბენეფიტსი” კვლავ აგრძელებს დისტანციურად მომხმარებელთა შეუფერხებელ მომსახურებას.

ამავდროულად, მუდმივად ვცდილობთ  ჩვენი მოქალაქეების გვერდით ვიყოთ რთულ ვითარებაში და სახელმწიფოსთან ერთად გარკვეული წვლილი შევიტანოთ აღნიშნული გამოწვევის დროულად დამარცხებაში. ჩვენთვის, ისევე, როგორც სახელმწიფოსთვის, უპირველესი ღირებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და მათზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ მათ  დასახმარებლად.“ – აცხადებს ნინა კობახიძე.

აღნიშნული პოლისი ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი სამედიცინო ჩივილის დროს პირად ექიმთან ონლაინ კონსულტაციას. აღსანიშნავია,  რომ სამედიცინო კონსულტაცია ასევე გულისხმობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით შექმნილ COVID 19 ტრიაჟის ჩატარებას. 

ერთობლივი ძალისხმევით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით, გვჯერა, რომ მალე დავძლევთ აღნიშნულ გამოწვევას და დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს.

დეტალებისთვის დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსის” სამედიცინო ასისტანსს: 0322 500 001 +995 557 50 00 02, რომელიც იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში 24/7, ან მოგვწერეთ: [email protected].

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.