fbpx

სახლის ნივთებითა და ოპტიკური ილუზიით შექმნილი გასაოცარი ლანდშაფტური ფოტოები


გააზიარე სტატია


რას აკეთებთ, როდესაც კარანტინში იმყოფებით და თან მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი არ გასვენებთ? იმპროვიზაციებს, რა თქმა უნდა. ეს განსაკუთრებით ადვილი ერინ სალივანისთვისაა – მოგზაური ფოტოგრაფი და მწერალი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კრეატიულობა სახლშიც შეენარჩუნებინა.

მას შემდეგ, რაც მოგზაურობას ვეღარ ახერხებს, მან გადაწყვიტა, განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟები ხელახლა შეექმნა იმ ნივთების გამოყენებით, რაც სახლში იპოვა.

საჭმელი ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა, რაც ერინმა კომპოზიციებისთვის გამოიყენა, თუმცა, ამის გარდა მის ნამუშევრებში ბალიშებს, ქაღალდებს, საჭრელ დაფებს, მოდელირებულ მანქანებს და რაც მთავარია – მინიატიურულ, ადამიანების მსგავს ფიგურებს შეხვდებით. 

წარმოდგენილ სურათებში იხილავთ როგორც საბოლოო შედეგს, ასევე კადრს მიღმა სცენებს, რათა უკეთესად აღიქვათ გადაღების პროცესი და გამოყენებული ნივთები.

“როგორც სამოგზაურო ფოტოგრაფი, ჩემი დროის დიდ ნაწილს გარეთ ვატარებ და ვიღებ  მსოფლიოს საინტერესო ადგილებს. როდესაც გასულ თვეს დღის წესრიგში  დადგა სახლში დარჩენის საკითხი,  მინდოდა საკუთარი თავი სახლიდან გაუსვლელად კრეატიულობის შენარჩუნებაში გამომეწვია”, – ასე განმარტა ერინმა იდეის ინსპირაცია.

“იდეა მქონდა, რომ სახლის ნივთებით სათავგადასავლო სცენები შემექმნა. პროექტის საჯაროდ გაზიარებამდე ექსპერიმენტის სახით რამდენიმე სცენა გადავიღე და მივხვდი, რომ ამ სურათების სერიის შექმნა ჩემი წარმოსახვისა და შემოქმედებითი პრაქტიკის შენარჩუნებაში დამეხმარა.”

“რაღაცის შექმნამდე ჩემთვის ბრეინშტორმინგი პროცესის ყველაზე გრძელი ნაწილია. მე, პირველ რიგში, ვფიქრობ იმაზე, თუ რა სახის სცენის შექმნა მინდა და რომელი მასალები დამჭირდება ამის მისაღწევად. ამის შემდეგ თითოეული სცენის უხეშ ესკიზებს ვქმნი. 

როდესაც გადავწყვეტ რისი შექმნა მინდა, 10 წუთიდან  1 საათამდეც კი შეიძლება დამჭირდეს იმისთვის, რომ რაღაცები დავალაგო და მოვამზადო გადასაღებად.

ვცდილობ რეალურ იდეებს მივსდიო, რადგან მივხვდი, რომ გადაღება უფრო მარტივია, როდესაც მიზანი მაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება პროცესის დროს და მე ყოველთვის ვსწავლობ, რათა შედეგს ზედმეტად არ მივეჯაჭვო.”

“გარდა შექმნის პრაქტიკისა, საუკეთესო ნაწილი ამის სხვებისთვის გაზიარებაა. ჰეშთეგი შევქმენი #OurGreatIndoors და ჩემი გამომწერებისთვის ერთგვარი ფოტოგრაფიული ჩელენჯი გავაკეთე, რომ თავადაც სცადონ იგივე. მართლაც გასაოცარია იმის ნახვა, თუ რას ქმნიან ისინი სახლში.”

“ერთ-ერთი სასიამოვნო გამოწვევა იმის გააზრება იყო, თუ როგორ უნდა მოვიპოვო მასალები, რათა რეალურად მივიღო ის პეიზაჟი, რომლის გამოსახვასაც ვცდილობ.

ვატარებ ექსპერიმენტებს შუქზე, ჩრდილებზე, ფერებზე, სიღრმესა და კომპოზიციაზე – ალბათ ახლა უფრო მეტს ვცდილობ, ვიდრე გარე გადაღების დროს. “

ერინი გეგმავს, რომ პროექტი კარანტინის დასრულების შემდეგაც გააგრძელოს. მეტის სანახავად გამოიწერეთ  მისი ინსტაგრამი ან ეწვიეთ ვებგვერდს.

ორიგინალი: https://www.boredpanda.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.