fbpx

ფაქტები და მითები თქვენი იმუნური სისტემის ამაღლების შესახებ


გააზიარე სტატია

ავტორი: Sumathi Reddy

 

კორონავირუსის გავრცელების პირობებში მნიშვნელოვანია ოპტიმალურად მომუშავე იმუნური სისტემის შენარჩუნება. 

სპეციალისტების თქმით, არ უნდა ვიჩქაროთ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი დანამატებისა და ვიტამინების შეძენა, რამდენადაც ამ ეტაპზე მტკიცებულებები ამგვარი პროდუქტების სიკეთის შესახებ არ არსებობს.  ნაცვლად ამისა, ექსპერტები გვირჩევენ უკვე გამოცდილი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. 

  • თავი აარიდეთ სტრესს. რა თქმა უნდა, ეს მანკიერი წრეა: რაც უფრო მეტად ინერვიულებთ ვირუსზე, მით უფრო იზრდება დაავადების ალბათობა. ”სტრესს ნამდვილად შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს იმუნურ სისტემას, – ამბობს მორგან კატზი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორ-ასისტენტი. –  ნუ შეშინდებით და შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესი.” 

    ენდრიუ დაიმონდი, One Medical-ის სამედიცინო დირექტორი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელია ქვეყნის მასშტაბით, ამბობს, რომ სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი იმუნური სისტემის უჯრედებს ანადგურებს. იგი რეკომენდაციას უწევს საქმიანობებს, რომლის დროსაც ადამიანები მშვიდდებიან, მაგალითად, ასეთია მედიტაცია. 

  • ვარჯიში. ინტენსიური ვარჯიში ბუნებრივად ამცირებს კორტიზოლის დონეს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. One Medical გირჩევთ, რომ დღეში 30-დან 60 წუთამდე ვარჯიშს დაუთმოთ. თუ სავარჯიშო დარბაზებში სიარულს იქ არსებული მიკრობების გამო არიდებთ თავს, შეგიძლიათ გარეთ ირბინოთ ან, უბრალოდ, იაროთ.მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიტვირთოთ. ბოლო  კვლევის მიხედვით,  სპორტსმენები ინფექციის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან. კლივლენდ კლინიკის ფუნქციური მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორი ელიზაბეტ ბრედლი აღნიშნავს: ”ვარჯიში ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ზედმეტმა გადატვირთვამ შესაძლოა თქვენი იმუნური სისტემა დაასუსტოს.”

     

  • გამოიძინეთ სათანადოდ. მოზრდილებმა 7-8 საათი  უნდა იძინონ, ბავშვებმა ძილს, ასაკის შესაბამისად, მეტი დრო უნდა დაუთმონ. 
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ვაქცინა ახალია, განსაკუთრებით, გრიპის ვაქცინა. 
  • ყოველდღე მიიღეთ იოგურტი. ”ეს მართლაც არაჩვეულებრივი  გზაა თქვენი პრობიოტიკების გასაძლიერებლად. იოგურტი ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში მყოფი მეგობრული ბაქტერიების გაძლიერებას, რომლებიც, თავის მხრივ, მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს ებრძვიან,” – აღნიშნავს დოქტორი კატზი.

დოქტორი კატზი ასევე გირჩევთ, მოერიდოთ ანტიბიოტიკებს, რადგან ისინი პრობიოტიკებს ანადგურებენ, რის შედეგადაც თქვენ უფრო დაუცველნი ხდებით სხვა ინფექციების მიმართ.

დოქტორი ბრედლის მიხედვით, ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი, წიწაკა და ფერმენტირებული საკვები მიკრობიუმის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

  • ყურადღება მიაქციეთ თქვენი კვების რაციონს. შეეცადეთ შეადგინოთ ჯანსაღი და დაბალანსებული რაციონი ფერადი ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც თქვენს ორგანიზმს თუთიით, D ვიტამინითა და სხვა მნიშვნელოვანი მინერალებით გაამდიდრებენ.

    ექსპერტების აზრით, ვიტამინები და მინერალები ორგანიზმმა საკვებიდან უნდა შეითვისოს და მათი დანამატების სახით მიღება არ არის აუცილებელი. D ვიტამინის დეფიციტის სიხშირიდან გამომდინარე, ექსპერტები, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ მის დამატებით მიღებას გვირჩევენ.

    დოქტორი ბრედლი გვირჩევს, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით მუქი მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული და კენკრა, ასევე კაკალი და თხილეული; შევამციროთ შაქრისა და ტრანსცხიმების მიღება, რამდენადაც მათი კვებითი ღირებულება არც ისე მაღალია.

თქვენს იმუნურ სისტემას საწვავი სჭირდება, ამიტომ მოერიდეთ დაბალ ნახშირწყლოვან დიეტას. გარდა ამისა, დალიეთ ბევრი წყალი და შეამცირეთ ალკოჰოლი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს  ჯანსაღ ძილს.

  • შეწყვიტეთ მოწევა. მწეველები და რესპირატორული დაავადებების მქონე პირები მძიმე დაავადებების და კორონავირუსის გართულებების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. 



ორიგინალი: https://www.wsj.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.