ქეთუნა ყრუაშვილის კულინარიულ ფოტორეცეპტი “სუში მომენატრა”
გააზიარე სტატია
At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!
ჩვენს ახალ რუბრიკაში გთავაზობთ ქეთუნა ყრუაშვილის კულინარიულ ფოტორეცეპტს: სუში მენატრება
- Step 1 – ნორი (ზღვის მცენარის ფურცელი, იყიდება სუპერმარკეტებში, აზიურ სექციაში)
- Step 2 – ყვავილოვანი კომბოსტო, ბრინჯი შავი და თეთრი სეზამის მარცვლებით. კეთდება მარტივად: უმი კომბოსტოს ყვავილები განაცალკევეთ, გარეცხეთ, გააშრეთ და ჩოპერში რამდენჯერმე დაატრიალეთ ბრინჯის ტექსტურის მიღებამდე. (შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი მოხარშული ბრინჯით. ყვავილოვანი კომბოსტოს ვარიანტი უნახშირწყლო დიეტისთვისაა, დაბალკალორიული და სასარგებლო).
- Step 3 – მიკრო რუკოლა
- Step 4 – ავოკადო
- Step 5 – ორაგულის საშიმი (უმი ორაგული, კანი ააჭერით ფრთხილად)
- Step 6 – ორაგულის ხიზილალა
- Final – ორაგულის კანი მობრაწეთ ტაფაზე ხრაშუნა ტექსტურამდე. გახდება ჩიფსივით. ჩასვით კერძში როგორც მოგიხერხდებათ.
მირთმევისას გაახვიეთ ნახევარმთვარისებურად (მექსიკური ტაკოსავით) და მიირთვით სოიის სოუსთან ერთად. შეგიძლიათ სოუსი ზევიდან მოასხათ.
ისიამოვნეთ!