fbpx

Tbilisi Open Air 2020 ივნისში აღარ ჩატარდება – ახალი თარიღები 25 ივნისამდე გამოცხადდება


გააზიარე სტატია

Tbilisi Open Air 2020, რომელიც 26, 27 და 28 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ფესტივალის გადადების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

როგორც ფესტივალის ოფიციალური გვერდი წერს, ახალი თარიღები 25 ივნისამდე გამოცხადდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, Tbilisi Open Air 2020 სექტემბრის მეორე ნახევარში ჩატარდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

 

📢 მეგობრებო, გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. 👇🦠 შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი…

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Donnerstag, 30. April 2020

 

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება ახალი თარიღების გამოცხადებამდე. მათ, ვისაც აბონემენტები უკვე შეძენილი აქვთ, შეუძლიათ უკან დააბრუნონ, ხოლო თუ შეინარჩუნებენ ფესტივალის 10-წლიან საშვს მიიღებენ საჩუქრად. მათ, ვისაც ერთზე მეტი აბონემენტი აქვთ შეძენილი, 10-წლიან საშვთან ერთად, დანარჩენ აბონემენტებზე 2-წლიან საშვებს მიიღებენ.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.