fbpx

ქართველი კოპირაიტერის – ირაკლი ასათიანის შექმნილი რგოლი Webby Awards-ზეა წარდგენილი


გააზიარე სტატია

 

ქართველი კოპირაიტერის – ირაკლი ასათიანის მონაწილეობით შექმნილი ვიდეორგოლი Webby Awards-ის კონკურსში მონაწილეობს. სოციალური კამპანიის რგოლი WeTransfer for Amnesty ირაკლი ასათიანმა Miami Web School-ში შექმნა. ვიდეორგოლი მაყურებელს მოუწოდებს Wetransfer-ის პლატფორმის გავლით, საკუთარი კომპიუტერის რესურსით გამომუშავებული კრიპტოვალუტით დაეხმარონ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც სასამართლო პროცესებს გაურვეველი ვადით პატიმრობაში ელოდებიან.

 

 

Webby Awards-ის 5 ფინალისტი ნამუშევრიდან ერთ-ერთი ირაკლი ასათიანის შექმნილია, რომლისთვისაც ხმის მიცემა ნებისმიერ თქვენგანს მოცემულ ბმულზე შეუძლია.

Webby Awards ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერებების საერთაშორისო აკადემია ყოველწლიურად წარადგენს და ის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოვებაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.