fbpx

„ქოლგა თბილისი ფოტო” 2020


გააზიარე სტატია

 

ფოტოები: kolga.ge

წელს კვირეული  „ქოლგა თბილისი ფოტო”,  არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში –  www.kolga.ge უმასპინძლებს. 4 მაისს, ფოტოკვირეულის გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელსა და „არტარეას“ პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს.

5 მაისიდან 10 მაისამდე კი შესაძლებლობა გექნებათ, ვირტუალურ სივრცეში დაათვალიეროთ ადგილობრივი და საერთაშორისო, პერსონალური და ჯგუფური გამოფენები.

გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს. ასევე წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფორმა – სტატუს შეხვედრები – დისკუსიებს უმასპინძლებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.