fbpx

ვილნიუსის აეროპორტი კორონავირუსის დროს შეჩერებული რეისების გამო ავტოკინოთეატრად გადაკეთდა


გააზიარე სტატია


კორონავირუსის პანდემიის გამო თვითმფრინავებისგან დაცარიელებული ვილნიუსის აეროპორტი ავტოკინოთეატრად გადაიქცა.

ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საყოველთაო კარანტინის დროს დაკეტილი კინოთეატრების ნაცვლად ფილმის ჩვენებებისთვის აეროპორტი გამოიყენეს.

ვილნიუსის კინოფესტივალის დირექტორის, ალგირდას რამასკას მიხედვით, Aerokinas (აერ-თეატრი) ახალი ტიპის მოგზაურობებს – ვერცხლისფერ ეკრანებზე, ღია ცის ქვეშ შემოგვთავაზებს.

“აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოხვედრა, რაც, ჩვეულებრივ,  მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგაა შესაძლებელი, მაყურებლებისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება”, – განაცხადა რამასკამ პრესრელიზში.  

 

 

ყოველ კვირას კინოფესტივალი “მგზავრებს” სხვადასხვა კონტინენტზე: ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში “ამოგზაურებს”.

ფილმის ჩვენება 220 ავტომობილს დაიტევს, ეკრანი კი დაახლოებით ხუთსართულიანი შენობის სიდიდის იქნება. ასევე  უზრუნველყოფილია  ხმის სისტემა, როგორც ტრადიციულ ავტოკინოთეატრებში.

ლიეტუვის მთავრობა რეისების განახლებას მაისში გეგმავს. ორგანიზატორთა განცხადებით, თავდაპირველად საჰაერო მიმოსვლა შეზღუდული იქნება, ამიტომ კინოთეატრი და აეროპორტის ჩვეული საქმიანობა ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

ორიგინალი: https://www.lrt.lt/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.