fbpx

მხატვარმა გაზის ძველ ავზზე ილუზორული კატა-სფინქსი დახატა


გააზიარე სტატია


ავტორი: Hidrėlėy

 

თუ თქვენ სადმე braga_last_one-ის სამგანზომილებიან  ნახატს გადააწყდებით, აუცილებლად შეჩერდებით. 33 წლის მარსელელ მხატვარს, რომლის ნამდვილი სახელია ტომ ბრაგადო ბლანკო,   შეუძლია ხალხი თავისი გასაოცარი ნამუშევრებით დააბნიოს და მოატყუოს. მისი ბოლო ნამუშევარი გიგანტური სფინქსის კატაა, რომელიც მან შუა მინდორში გააკეთა.

კანადური  ჯიშის კატას, სფინქსს ბეწვი საერთოდ არ აქვს. ბლანკოს ნამუშევარში ეს კატა ოპტიკურ ილუზიას ქმნის. მხატვარმა საკმაოდ უჩვეულო მიდგომა გამოავლინა და ტილოდ ძველი გაზის ავზი აირჩია. ნახატის შესრულების შემდეგ, გაზის ავზი გაქრა და მის ნაცვლად  სამგანზომილებიანი ფერწერა გამოჩნდა. საბოლოოდ, ჩვენ გიგანტურ, ნაცრისფერ სფინქსის კატას ვხედავთ, რომელიც ბალახში იმალება და გამალებით უყურებს ძაღლს, რომლის პატრონი ცდილობს თავისი შინაური ცხოველი  კატასთან ახლოს არ მიუშვას.

ბლანკო თვითნასწავლი მხატვარია და ბავშვობიდან ხატავს. ქუჩის ხელოვნებით გატაცებულმა თავისი კარიერა მაისურების, სპორტული ფეხსაცმელებისა და კეპების მოხატვით დაიწყო, შემდეგ კი ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებდა, როგორიცაა ბავშვთა ოთახების გაფორმება, საზოგადოებრივ ადგილებში  trompe-l’oeil-ის შექმნა და ა.შ. ბლანკომ ნამუშევრები სასტუმროების, სხვადასხვა თეატრების, რესტორნებისა და კომპანიებისთვისაც შეასრულა.

ქუჩის ხელოვნებისთვის ხელოვანი აეროგრაფიის ტექნიკას იყენებს, რომელიც მან 2011 წელს შეისწავლა. აეროგრაფია სიურრეალისტური მეთოდია, რომლის დროსაც სტენსილის ნაცვლად  სამგანზომილებიან ობიექტს იყენებენ. ეს მეთოდი ვიქტორიანული ეპოქის ფილების მოსაპირკეთებლად გამოიყენებოდა და მას ასევე მენ რეი  მიმართავდა ნამუშევრების შექმნისას. ბლანკომ კი აეროგრაფიის ადაპტირებით საკუთარი უნიკალური ნახატები შექმნა. 

 
ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.